• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავრობამ მოაწყო 05-06 ივლისი და დღემდე არ დაუსჯია ძალადობის ორგანიზატორები და ხელმძღვანელები” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:02 12-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
352

შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსანი, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:

“დღეს ადამიანის უფლებების დღეა. მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ხელისუფლების მიზანია, კონსტიტუციური უზენაესობის და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და შემდეგ ამ ღირებულებებისადმი ერთგულების დასტურად მოჰყავთ შემუშავებული თუ შესამუშავებელი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები.
ამ განცხადებას ავრცელებს მთავრობა, რომელმაც:
▪️გააუარესა ადამიანების ფარული მოსმენის სტანდარტი, რის გამოც ვენეციის კომისიის კრიტიკა დავიმსახურეთ
▪️გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის მთავარი ფუნქცია მოხელეთა მხრიდან ადამიანზე ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელი გამოძიება იყო
▪️სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა ასობით ადამიანი და დღემდე არაფერი გამოუძიებია
▪️მიიღო კანონი, რომელმაც ინდივიდუალური მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა
▪️გააჩერა სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, გამოძიების ხარისხის გაზრდისკენ მიმართული რეფორმები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან
▪️მოაწყო 05-06 ივლისი და დღემდე არ დაუსჯია ძალადობის ორგანიზატორები და ხელმძღვანელები
▪️დღის წესრიგიდან გააქრო ადამიანის უფლებების პრიორიტეტულობა
▪️წესად აქცია უფლებადამცველებზე, ჟურნალისტებზე თავდასხმა და ა.შ. ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის სიტყვა და საქმე სხვადასხვა რამეა და ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი მხოლოდ ლამაზი კანონებით, სტრატეგიებით და სამოქმედო გეგმებით (რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი) ვერ იქნება.”
თეგები: მთავრობანათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved