ფოტო – ინფო რუსთავი
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთაველები დედაქალაქიდან რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
მედიის ცნობით, მგზავრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ სპორტის სასახლესთან, მიკროავტობუსების სადგომზე, მგზავრები ტრანსპორტის მოლოდინში არიან.
“უკვე ერთი საათია მიკროავტობუსებს ველოდებით. მიტინგი გეგონებათ იმდენი ხალხია. რუსთაველებს არავინ ყურადღებას არ გვაქცევს” – წერს “ინფო რუსთავს” ერთ-ერთი მგზავრი.
როგორც “ინტერტრანსში” აცხადებენ, შეფერხების მიზეზი დედაქალაქში წარმოქმნილი რამდენიმესაათიანი საავტომობილო საცობია, თუმცა, კომპანია გვპირდება, რომ თითოეული მგზავრის რუსთავში დაბრუნებას უზრუნველყოფს.
კომენტარები