• რეკლამა
  • კონტაქტი
19:29, ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთელი ეს ჩიხური სიტუაცია, ბიძინამ შექმნა, ის იყო სცენარისტი… სისტემურად იყიდა ოპოზიციაო, მე ასე არ ვფიქრობ, რაღაც რომ იყიდო და ფული გადაიხადო, ხომ უნდა გიღირდეს, არა?!“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:57 12-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,029

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, სააკაშვის ჯანმრთელობის გარდა, არის კიდევ ერთი თემა, რომელმაც გადაფარა სხვა მნიშვნელოვნი საკითხები -„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები. ესეც ხელისუფლებისგან შკვეთილია, რომ ყველა ტელევიზიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მერე, ყველაზე მეტი ამ საკითხზე ილაპარაკონ?

– მე ვფიქრობ, ამ კრიზისს „ნაცმოძრაობაში“  აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. გასაგებიც არის, რომ პარტიაში კრიზისია, თუნდაც  სააკაშვილის პატიმრობის გამო. პარტიაში არიან სხვა და სხვა ჯგუფები,რომლებიც თვლიან, რომ მეტის  გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე პარტიის ამჟამინდელს ხელმძღვანელობას. თუნდაც სააკაშვილთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა უნდა გაეკეთებინათ მეტი, მაგრამ ბევრი თვლის, რომ ამ მიმართულებით მეტის გაკეთება  შეიძლებოდა. ან რაღაც სხვა ინტერესები აქვთ. კი, „ნაცმოძრაობაში“ კრიზისი ნამდვილად არსებობს. სხვა საკითხია, რამდენად მნიშვნელოვანია  სახელმწიფოებრივად,  რომ ჩვენ დღე და ღამე ამაზე ვილაპარაკოთ. კი, ბატონო, პარტიის შიდა კრიზისი ჩვეულებრივი ამბავია, ეს ჩვენთანაც მომხდარა, უცხოეთის ქვეყნებშიც და ჩვეულებრივი ამბავია, არაფერი განსაკუთრებული ეს არ არის. ჩაატარონ პარტიული არჩვნები და აირჩიონ ლიდერი. მთელი ქვეყანა რატომ უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში,როგორც ამას წარმოაჩენენ. ეს მართლა ვერ გავიგე.

– პოლიტიკური ოპოზიციის საქმე, მე მგონი, დამთავრებულია. ან უნდა გამოვცვალოთ, ან სხვა რაიმე  მოვიფიქროთ, არა?

– კი, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა გამოვცვალოთ?

– რა ვიცი, ჩვენ ვართ საზოგადოება.

– საერთოდ, პოლიტიკური ელიტის საქმეა დასრულება და არა მარტო ოპოზიციისა. ფაქტობრივად, პოლიტიკა მკვდარია ქვეყნაში, რეალურ პოლიტიკას ვგულისხმობ, რაც სახელმწიფოს განვითარებას ეხება. ჩვენ ვართ მუდმივად ამ თამაშში. ხელისუფლებაც დელეგიტიმირებულია, არ ამხოლოდ ოპოზიცია. დღეს მთელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. რომ წარმოვიდგონოთ, ყველანი ერთად არიან ხელისუფლებაში, მაინც არ იქნებოდნენ ლეგიტიმურები. რატომ? იმიტომ, რომ ჯამურად, ხელისუფლებიან-ოპოზიციანად, ამომრჩევლის 50% არ  უჭერს მხარს ყველას ერთად. შესაბამისად, არის მწვავე დეფიციტური მოთხოვნილება, სუფთა ფურცლიდან, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ჯგუფების გაჩენისა.

– არიან ასეთი ჯგუფები?  ან ამგვარი ჯგუფების ჩანასახები ჩვენს საზოგადოებაში?

– არ ვიცი, სადღაც, ალბათ, არიან. სად არიან, არ ვიცი. ადრე თუ გვიან,როდესაც ასეთი მოთხოვნილებაა ჩნდება, ამგვარი, ალტერნატიული ჯგუფები გამოჩნდებიან. მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას და ეს პრინციპი პილიტიკაშიც მუშაობს.

– ეს პოლიტიკური ელიტა, დათმობს იმ კომფორტს, რაც დღეს გააჩნიათ?

– იოლად არა დათმობენ, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. ახლა, ამ მძიმე ვითარებაში ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალის ან ძალების შემოსვლა ძალიან რთული იქნება.

– თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი და აქცენტი პარლამენტში შესულ პარტიებზე კეთდება.

– ყიდვაზე არ არის საუბარი, ბიძინა ივანიშვილმა  რესურსები დაუშრო ყველა პარტიას. არც რესურსები აქვთ, არც იდეები, არც იდეოლოგია. არც იციან, რა აკეთონ. ეს, საბოლოო ჯამში, მთელი ეს ჩიხური სიტუაცია, ბიძინამ შექმნა, ის იყო სცენარისტი. ვიღაცა  შეიძლება ერთჯერადად იყიდა, მაგრამ სისტემურად იყიდა ოპოზიციაო, მე  ასე არ ვფიქრობ. არც არაფერში სჭირდებოდა. რაღაც რომ იყიდო და ფული გადაიხადო, ხომ უნდა გიღირდეს, არა?!

– მეორე რესპონდენტი ხართ, რომელსაც ამას ვეკითხები. იხატება. ჩვენს ხელისუფლებას და ოპოზიციას, ორივეს,  ფსონი რუსეთ-უკრინის ომზე აქვს დადებული.  ომში თუ  რუსეთი დამარცხდება, მას მოუსავლეში გაჰყვება  „ქართული ოცნება“. თუ რუსეთი რაღაც ფორმით ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, მაშინ „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში. ეს ომი, შესძლოა, დიდხანს გაგრძელდეს და ამასობაში, ხელისუფლების წარმომდგენლები, მიწის ქვემოთ და ზემოთ რაც არის საქართველოში, ყველაფერს იყიდიან ან ჩალის ფაასად ჩაიგდებენ ხელში. რამდენიმე ათასი ოჯახის საკუთრება მთელი  ქვეყნის რესურსები. ამას რაიმე ეშველება? ეს პროცესი შეჩერდება?

– ფაქტია, რუსეთში სერიოზული პრობლემებია და თუ გაფორმდა რუსეთის დამარცხება მოკლევდიან პერიოდში, ჩვენი ხელისუფლების საქმე ძალიან ცუდად იქნება, კოლბორაციონიზმის ზღვარზე გამავალი პოლიტიკის გამო. რაც შეეხება ამ ხელისუფლების მიერ ჩალის ფასად თუ სხვა გზით მითვისებულ  სახელმწიფო ქონებას, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ამ ქვეყანაში ქონების გადანაწილების არა ერთი შემთხვევა ყოფილა. რაც არ უნდა ბევრი ქონება გადაიფორმონ, ამის რევიზიაც მოხდება ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს ცუდია, კარგი ამაში არაფერია, მაგრამ თუ ძალიან იღორებენ, სხვა გზა არ იქნება.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved