• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ნუთუ არ იცის არც საქართველოს ე.წ. პრემიერმა და ე.წ. ჯანდაცვამ, რომ არსებობს მედიკამენტი ,,ორიგინალი,, და არსებობს მედიკამენტი ,,გენერიკა,, – რას ხსნის იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
04:18 12-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
476

ექიმი იაგო ფრანგიშვილი:

,,გუგელის ფონზე მაინც…

ნუთუ არ იცის არც საქართველოს ეწ პრემიერმა და ეწ ჯანდაცვამ, რომ

არსებობს მედიკამენტი ,,ორიგინალი,,
და არსებობს მედიკამენტი ,,გენერიკა,,

ანუ
როცა წამალს, რაც ნიშნავს მოქმედ ნივთიერებას გაუვა ლიცენზიის ვადა, სხვა ფირმასაც შეუძლია დაამზადოს იგივე ნივთიერება, იგივე წამალი

და მაინც
რა განსხვავებაა ,,გენერიკსა,, და ,,ორიგინალს,, შორის?

მარტივი ასახსნელია

წარმოიდგინეთ, რომ იცით მაგალითად წნევის დამწევი ნივთირების ენალაპრილის სახელიც, სტრუქტურაც და ქიმიურად ყველაფერი.

ამ პრეპარატის დამზადება რამდენიმე ტექნოლოგიით შეიძლება. ყველა ტექნოლოგიას აქვს თავისი სპეციფიური კატალიზატორები, დამხმარე პროდუქტები, ნარჩენი პროდუქტები. ასევე არსებობს მედიკამენტის ორგანიზმში ეფექტურად შეღწევისათვის მნიშვნელოვანი თანანივთიერებები. ასევე ამ მედიკამენტის მაგალითად კუჭნაწლავში დარჩენის დროის ფაქტორისათვის აუცილებელი ნივთიერებები და კიდევ ბევრი ნიუანსია…

ყველა ეს სეტინგი, კონტექსტი არ გახლავთ ლიცენზირების საგანი, არამედ არის ფირმის ფარმაცევტულ ტექნოლოგიური საიდუმლო.

ჩემი სამედიცინო კარიერის სულ დასაწყისში ბერლინში ვიყავი ფირმა ,,პარაქსელის,, ექიმი და ეს ფირმა მხოლოდ და მხოლოდ ნივთიერების დამზადების ტექნოლოგიებითაა დაკავებული.
პირადად მქონდა ხედვა იმ ათას ,,პატარა,, ნიუანსში, რაც ტაბლეტად ,,შეკრულ,, წამალშია.

მოკლედ რომ ავხსნა
იმისდა მიხედვით თუ რა ტექნოლოგიითაა დამზადებული პროდუქტი
თუ რაა კონივთიერებები
თუ როგორია კუჭნაწლავის ტრაქტში მედიკამენტის დაყოვნების დრო, მისი შეწოვის სისწრაფე და ადგილი,
არსებობს გასხვავება გენერიკულ მედიკამენტსა და ორიგინალს შორის.

არსებობს გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუკი იგივე ფირმა, მაგალიათად ,,ბაიერი,, თუ ,,გსკ,, თუ სხვა ფირმა თავად ამზადებს გენერიკულ პროდუქტს საკუთარივე ტექნოლოგიით

ასეა მაგალითად ჰეპატიტების და შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო თერაპიები
ზუსტად იგივე ფირმა, რომელიც გერმანიაში ზუსტად იგივე წამალს ყიდის 2600 ევროდ,
მაგალითად თურქეთში საკუთარივე ტექნოლოგიით ამზადებს და ჰყიდის ზუსტად იგივე პრეპარატს 199 ევროდ.

და მაინც,
აქაც განსხვავება მინიმალურია და მაინც არის.

განსხვავება ისაა რომ
დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში გასაყიდ პროდუქტს ფირმა უმატებს დამხმარე, ეწ. ლაივსტაილ პროდუქტებს, რომ მაგალითად არ გაღიზიანდეს კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი,
ან შემაკავშირებელი არასამედიცინო პროდუქტი, რომელიც ტაბლეტს ფორმას და მასას აძლევს, მაგალითად შაქარი, თუ ცარცი, თუ სხვა ნეიტრალური შემაკავშირებელი პროდუქტი იყოს ეკოლოგიური, არაალერგენური და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი კი დამატებითი ხარჯია…

უკვე 2 წელია ვარ ნაწილობრივ ინფექციოლოგიაში.
ჩემ პაციენტთა ასე 15% ქრინიკულ ინფექციური პაციენტია, ჰეპატიტისა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ვირუსის პაციენტი.
მას შემდეგ რაც ამ ინფექციურ პაციენტებს დაემატა უკრაინად ჩამოსული პაციენტები, აბსოლუტურად აშკარაა განსხვავება მედიკამენტებს შორის, რომელსაც პაციენტები გრძნობენ.
არა მოქმედებაში და ეფექტში, არამედ პაციენტების მიერ მედიკამენტის მიღებასა და ატანაში.
ზუსტად იგივე ფირმა უკრაინაში ამზადებს ზუსტად იგივე წამალს ზუსტად იგივე სახელით
და ახლა როცა პაციენტი გადავიყვანეთ ორიგინალ პრეპარატზე, რომელიც ზუსტად იგივე ფირმისაა, ოღონდ დასავლეთში დამზადებული, ამ შემთხვევაში პოლონეთსა და ჩეხეთშია დამზადებული ორიგინალი,
პაციენტები აბსოლუტური გამონაკლისის გარეშე გრძნობენ განსხვავებას
მაგალითად იმას, რომ კუჭნაწლავის თანმხლები ჩივილები უკვე არ აწუხებთ

ასე რომ
,,გენერიკული,, მედიკამენტიც მოქმედებს და იმისთვის, რისთვისაც ეს მედიკამენტი არსებობს, ფარმაკოლოგიურად ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც ,,ორიგინალი,,
ოღონდაც,
ხშირად უფრო ნელა
ხშირად უფრო მეტი თანმხლები მოვლენებით
ხშირად კი დოზის 10 დან 15%მდე ცვლილებაცაა საჭირო…“

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved