• რეკლამა
  • კონტაქტი
05:48, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ უნდა დაიკითხონ ბურჯანაძე და ოქრუაშვილი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე? – ხაჭაპურიძე

ალია ავტორი - ალია
04:02 12-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,177

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, ტვ პირველთან საუბრისას, ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნების მიხედვით, სააკაშვილს აქვს დაავადებები, რომლებიც ითვალისწინებენ მის გათავისუფლებას და ასევე აქვს დაავადებები, რომლებიც ითვალსიწინებენ სასჯელის გადავადებას.

შალვა ხაჭაპურიძე:

-ჩვენ დავაყენეთ გათავისუფლება, რათა სრულად იყოს დაცული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები და თუ სასამართლო ჩათვლის, რომ შესაძლებელია გათავისუფლება არ დააკმაყოფილოს, მაშინ მოხდეს სასჯელის გადავადება.

ექსპერტიზის დასკვნა და ავადმყოფობის სიმძიმე არ არის მხოლოდ სასჯელის გადავადების საფუძველი. გათავისუფლებაზე კიდევ უფრო მარტივადაა საკითხი, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა და თუ მხარეები ვთანხმდებით, რომ ეს დიაგნოზი დასმულია და ვენდობით ორივე მხარე  ექსპერტის დასკვნას, ცალსახად გათავისუფლებაზე მიდის საუბარი. გადავადების შემთხვევაში სხვა საკითხებია – უტარდებოდა, თუ არა პირს ადეკვატური მკურნალობა, როგორია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, გააგრძელებს თუ არა დანაშაულებრივ საქმიანობას, არის თუ არა საზოგადოებისთვის საშიში და 14 ჩამონათვალია – მთელი რიგი საკითხების განხილვა ხდება. ჩვენ გავაჟღერეთ, რომ უნდა დაიკითხოს ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი, იქნა დასმული კითხვა, რატომ უნდა დაიკითხოს, ხო? ისინი არიან მოწმეები კონკრეტულ საქმეებზე და იმ საქმეებზეა სააკაშვილი გასამართლებული, მერე, როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს, აღმოვაჩინეთ გაზეთებში მათი განცხადებები, ჩვენ მოვალთ და მივცემთ ჩვენებებსო, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა და უარი უთხრა ამ შუამდგომლობაზე ადვოკატებს. ახლა, რაკი პიროვნული მახასიათებლები უნდა წამოვიდეს წინა პლანზე, აქ გაჩნდა აუცილებლობა, დაიკითხონ ეს ადამიანები და სასამართლომ მოუსმინოს. არ ვიცი, რა ჩვენებს მისცემენ, მაგრამ, გაზეთებში და საჯარო მიმართვებში ისინი ამბობდნენ, რომ მისცემდნენ ჩვენებებს, მაგრამ მათ სასამართლომ ამის უფლება არ მისცა.

თეგები: ირაკლი ოქრუაშვილიმიხეილ სააკაშვილინინო ბურჯანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved