• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საჭიროა ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა” – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:41 12-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის, მართლმსაჯულების რეფორმისა და „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

 

„არის საკითხი, სადაც ჩვენ დამოკიდებული ვართ, რამდენად სწრაფად გაგვცემს პასუხს ვენეციის კომისია – ეს გახლავთ „საარჩევნო კოდექსი“, მართლმსაჯულების რეფორმა და ახლა უკვე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მალევე ველოდებით, რომ ვენეციის კომისიისგან რამდენიმე დღეში იქნება პასუხი.

რაც შეხება მართლმსაჯულების შესახებ საკითხებს და დეოლიგარქიზაციას, ვნახოთ, რამდენად სწრაფად იქნება ვენეციის კომისიისგან დასკვნა. როგორც კი იქნება, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ.

გარდა ამისა, არის ორი საკითხი, ომბუდსმენის არჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, აქ დამოკიდებული ვართ ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რომ შესაბამისი უმრავლესობა შეიკრიბოს კანდიდატების გარშემო. არის საკითხები, რომელსაც მარტო უმრავლესობა ვერ გადაწყვეტს, საჭიროა ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა.

რაც შეხება სხვა დანარჩენ საკითხებს, აქ ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხს დეკემბრის ბოლომდე ამოვწურავთ. იცით, რომ გუშინაც მესამე მოსმენით რამდენიმე კანონი მივიღეთ. ფაქტობრივად, მხოლოდ ის საკითხებია დარჩენილი, რომელიც სარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულებას, დეოლიგარქიზაციას და თანამდებობებზე პირების არჩევას შეეხება.

მართლმსაჯულების საკითხებს რაც შეეხება, დამოკიდებული ვართ იმაზე, რამდენად სწრაფად იმოქმედებს ვენეციის კომისია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ დასკვნის მოსაცემად მინიმუმ 1 თვე სჭირდებათ. ამიტომ, ვფიქრობ, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან პასუხი არ იქნება. ამიტომ, შევხედოთ, შეიძლება პასუხი მანამდეც იყოს. ჩვენ სრულად ვენეციის კომისიაზე ვართ დამოკიდებული “

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved