• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როდესაც საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მომენიჭა, ერთ-ერთი მტკიცებულება იყო სუსის კრებსები” – გიორგი ტიგინაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:37 11-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
367

საფრანგეთში მყოფი თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი “თაიმერთან” ინტერვიუში, ე.წ.  სუსის კრებსებზე საუბრისას, ამბობს:

პირადად ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, თუ როგორ დავადგინე მისი ავთენტიკურობა. თითქმის 55 ათასივე ფაილს გავეცანი, რისთვისაც ძალიან დიდი დრო დამჭირდა, ზოგიერთ მათგანს დროის უქონლობის გამო ვერ გავეცანი. ჩემთან დაკავშირებით ასობით ფაილი შევისწავლე და აბსოლუტურად ყველა იყო ნამდვილი იმ აზრით, რომ ჩემი სატელეფონო საუბრების შიფრები, ჩემი ვიზიტები, ინტერვიუებისა და სტატიების გამოქვეყნების თარიღები, ყველაფერი ემთხვევა და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს ნამდვილია. არც არაფერია ამაში დასამალი. უბრალოდ ეს არის წარმოდგენილი საინფორმაციო ქრონიკების სახით. შეუძლებელია, სკულპტუოზურად, თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გაწერო ისე, რომ ეს არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ამას სუსის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) ოპერ-მუშაკები აარქივებდნენ, ისევ მათი ზემდგომებისთვის (ინფორმირებულობის თვალსაზრიდით) და ამას ტყუილად არ წერდნენ. აფიქსირებდნენ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა წვდომა, ინფორმაციული საცეცები და გარკვეული ბერკეტები იმისთვის, რომ ვიღაცის შანტაჟიტირება, კომპრომიტირება, დაშინება და გადაბირება მოეხდინათ. ბუნებრივია, მათთვის პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ ჩვენ, თეოლოგებს ვერ მოგვიძებნეს ვერც ზნეობრივი, ვერც სამართლებრივი დარღვევა და ყოველდღიურად გამალებით ფოკუსირებულნი იყვნენ ჩვენზე, რომ იქნებ სადღაც “ფეხი დაგვცდომოდა”, რაიმე შეცდომა დაგვეშვა და ცოდვა ჩაგვედინა, რომ შემდეგ მოეხდინათ ჩვენი გადაბირება, დაშინება და გამოყენება თავიანთი ბინძური საქმეებისთვის, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა არ მივეცით, იმიტომ, რომ ჩვენ გარეთ ყოველთვის ის ვიყავით, რაც შინ.

როდესაც მე ჩავბარდი საფრანგეთში და პოლიტიკური თავშესაფარი მომენიჭა, ეტაპობრივი პროცედურები მქონდა, ერთ-ერთი მტკიცებულება ჩემს დევნასთან და სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით იყო სწორედ, სუსის კრებსები, რომლებიც მათ წარვუდგინე და ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ ასეთი მასშტაბის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვა ხდებოდა, რაც სამყაროში უპრეცედენტოა. ამიტომ, ისინი ვერ ახდენდნენ საკითხის კვალიფიცირებას, იმდენად გაოგნებულები იყვნენ, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, თანამედროვე სამყაროში, მით უფრო დემოკრატიულობის პირობებში, რომელსაც ამბიციები და პრეტენზიები აქვს, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს. ეს, რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა. ჩვენი ყველას უფლებაა, რომ გვქონდეს პრივატულად დაცული გარანტირებული უსაფრთხოება, რომ ჩვენი შეხედულებების გამო არავინ თვალთვალს არ გვიწყებდეს, უკანონოდ არ უნდა გვაყურადებდნენ და არ უნდა იყვნენ ჩასაფრებულები მიუხედავად იმისა, დავუშვებთ, თუ არა შეცდომას. რაც შეეხება კრებსებს, კომპრომატების შეგროვება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხედავს და აცნობიერებს, რომ ეკლესია ყოველთვის არის მადაზე, აქვს პოლიტიკანობის ამბიციები, რომ უნდა სახელმწიფოში იყოს სახელმწიფო და დიდი გავლენის ობიექტი, აქიდან გამომდინარე, მათ მოსათვინიერებლად, სახელმწიფო გახდა იძულებული, რომ შანტაჟირებისათვის ასეთი მეთოდი მოეფიქრებინა. საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ მათ დაუშვეს ისეთი დიდი ღალატი, რასაც სახელმწიფო კადრულობს. მათ იციან, რომ ეპისკოპოსები არიან პედოფილები; იციან, რომ ეპისკოპოსები ნარკოტიკებით ვაჭრობენ; იციან, რომ ფული თეთრდება და არაკონტროლირებადი ფულის ლეგალურ სტატუსში გადაყვანა ხდება საპატრიარქოში არსებულ ფიქტიურ “შ.პ.ს.”-ებზე; იციან, რომ სექსუალური შევიწროების არაერთი ფაქტია ეკლესიაში და იციან, რომ ფინანსური კარტელური ბიზნეს-სქემებია ეკლესიაში, რომ უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურის აგენტები არიან, მაგრამ ამაზე არ რეაგირებენ და უბრალო, რიგით მოქალაქეს იოტისოდენას არ პატიობენ. არ რეაგირებენ, რადგან ამ ყველაფერს იყენებენ კომპრომატირებისთვის, ეკლესიის მართვისთვის და ეკლესიას ათვინიერებენ და იყენებენ წინასაარჩევნოდ, საკუთარი დივიდენდების მოხვეჭისთვის. ასეთი ეკლესია აღარ არის ჭეშმარიტი, რომელსაც რაღაცის ეშინია, რცხვენია, რომელსაც პოლიტიკური უღელი ადგას, რომელიც თანახმაა, რომ საკუთარი სიბინძურე თავის თავშივე დააკონსერვოს და ხელშეუხებლობის გარანტიის საფუძვლად გამოიყენოს. ეს აღარ არის ეკლესია! ყველა კრიტერიუმით, პარამეტრით და სტანდარტით, საქართველოს მართლმადიდებლური, ავტოკეფალური ეკლესია არის გარდაცვლილი!

სრულად

თეგები: გიორგი ტიგინაშვილისუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved