• რეკლამა
  • კონტაქტი
01:40, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სწორედ ტელევიზიების, მედიის, თეოლოგების და ექსპერტების ბრალია ქართველი ხალხის სიბრმავე და სიყრუე, საქართველოს საპატრიარქოსთვის პატიებული არაერთი უმსგავსობა“ – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
18:50 11-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

„გადავწყვიტე დავეხმარო საქართველოს საპატრიარქოს და შევახსენებ, რომ ტელევიზიების, მედიის, თეოლოგებისა და ექსპერტების ბრალია:
კირილ გუნდიაევის შობის დღის არასათანადო აღნიშვნა;
ამ ქვეყნის მოწამვლა ციანიდით;
რუსული მენტალობა და რუსეთის ინტერესების დომინაცია საქართველოს ეკლესიაში;
გაუნათლებელი და ერესში მყოფი სამღვდელოება;
ძმათამკვლელ ომში გაკეთებული არჩევანი;
ყოველ ღამე ასტამით გაულახავი და მორჩილებაში არ მყოფი ცოლები;
ისეთი ცოლების არსებობა, რომლებიც ფეხებს არ ჰბანენ ქმრებს;
სწორედ ტელევიზიების, მედიის, თეოლოგების და ექსპერტების ბრალია
ქართველი ხალხის სიბრმავე და სიყრუე, საქართველოს საპატრიარქოსთვის პატიებული არაერთი უმსგავსობა ისტორიულ ჭრილში.
– ვინ აგო პასუხი და მოიხადა ბოდიში არაერთგზის აკრძალულ და დამწვარ ვეფხისტყაოსანზე?
– ვინმემ მოიხადა ბოდიში ძმათამკვლელ ომში გაკეთებულ არჩევანზე?
– ვინ აგო პასუხი ქვეყნიდან რუსეთში გატანილ უამრავ სიწმინდეებზე?
– ვინ აგო პასუხი 5 ივნისს დაღვრილ სისხლზე?
გამახსენეთ ფაქტები, როდესაც ოჯახურ ძალადობაზე, ძალადობაზე ბავშვების წინააღმდეგ, პირდაპირ ვიტყვი – ასაკოვანი ადამიანებისა თუ მოზარდების გაუპატიურებაზე ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან, ამ ინსტიტუციას ხმა ამოეღო…
აქ და დღეს იცით პრობლემა რა არის?
პარლამენტის წინ რომ რკინის ჯვარი დადგეს და ჩვენი უნიათო ხელისუფლება ვერ ახერხებს მის აღებას, ხოლო კონფორმისტი ოპოზიციონერები ამაზე დუმან – ეს გახლავთ პრობლემა.
პრობლემაა, როდესაც არჩევნებში გამარჯვების უზრუნველსაყოფად პოლიტიკური კლასი ხალხთან კი არ მიდის სასაუბროდ, ძღვენით ეახლებიან საპატრიარქოს და პატრიარქის დალოცვა მიაჩნიათ გამარჯვების გარანტიად.
პრობლემაა, როდესაც საპატრიარქო მანიპულირებს მედიით, ექსპერტებით, თეოლოგებით, ცალკეული სასულიერო პირებით და ყურადღება გადააქვს ვითომ მორალურ-ზნეობრივ საკითხებზე. ამ დროს თავად რუსული ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები და საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ განზრახვებს ფუთავენ.
პრობლემაა, რომ საქართველოს ეკლესია ლამის 2000 წელია ძველი აღთქმით ცხოვრობს და ახალი აღთქმა არც კი გადაუშლიათ.
პრობლემაა, უსიყვარულობა და სიძულვილი რომლითაც არის აღვსილი საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების უმეტესი წარმომადგენლის გულიც და სულიც.
პრობლემა კიდევ ის გახლავთ, ამ ქვეყანაში ასობით ადამიანი რომ შიმშილობს და ჩვენ საპატრიარქოს გაზულუქებით ვარ დაკავებულნი – ჩვენს სიმწრით ნაშრომ და ნაჯაფ ფულს რომ ვუხდით მათ ცრუ განათლებასა და სტომაქის ამოყორვაში.
პრობლემაა, როდესაც ვიცით, აფხაზეთი რუსეთის ეკლესიას გადასცეს საპატრონოდ და ვითომც არაფერი – ვდუმვართ;
პრობლემაა, როდესაც ვიცით, კირილის გამორჩეულია რეალურად მოსაყდრე და ჩვენგან მისთვის მოდრეკილი თავი და მიძღვნილი ამბორი, იუდას ამბორის ტოლფასია – ქრისტეს ვღალატობთ და ვყიდით.
პრობლემაა, რომ ჩვენ ყველანი არ ვართ მმკ-ს წევრები, არ ვწვათ წიგნებს, არ ვკრძალავთ ფილმებს, არ ვგლეჯთ ნახატებს, არ ვამტვრევთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ვუცქერთ ტელევიზორებს, ვისმენთ რადიოს, ვკითხულობთ გაზეთებსა და ონლაინ გამოცემებს და პრინციპში რომ ვაზროვნებთ და საერთოდ ცოცხლები რომ ვართ ეგეც პრობლემაა.
უმთავრესი კი მაინც, ის არის პარლამენტის თავზე რუსული დროშა, რომ ვერ დავკიდეთ ამ დრომდე.“
თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved