• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რითიც შეეძლება, იმით შეუშლის ხელს ტრამპის გაპრეზიდენტებას“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:19 11-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
354

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.

– ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ ქვეყნების  სამიტზე ვლადიმერ პუტინი არ ჩავიდა, სერგეი ლავროვმა კი ორდღიანი სამიტი, პირველსავე დღესვე დატოვა. რა იყო ეს?

– დიდი ოცეულის“ სამიტმა მიიღო კომუნიკე, სადაც მკაცრად იყო გაკიცხული რუსეთი. ლავროვი მოითხოვდა, ეს კომუნიკე  უფრო რბილი ყოფილიყო. კომუნიკეში ნათქვამია, რომ „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მოითხოვენ უკრაინიდან რუსეთის ჯარის სრულ და უპირობო გაყვანას. ეს „დაგმობა“ განსაკუთრებით არ მოეწონა ლავროვს. მოითხოვა ამ სიტყვის ამოღება, მაგრამ უარი უთხრეს. ლავროვს  სატელეფონო კონსულტაცია ჰქონდა პუტინთან და მერე ნაწყენმა დატოვა სამიტი. იყო დრო, „დიდი ოცეულის“ სამიტის კომუნიკეს დიდი ნაწილი რუსეთის კარნახით იწერებოდა, ახლა კი ერთი სიტყვის ამოღების უფლება არ მისცეს 16-გვერდიან ტექსტში. ფაქტია, რუსეთის საერთაშორისო გავლენა და  რეპუტაცია დაეცა. უკვე იმაზე ნაკლები გავლენა  აქვს  საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, ვიდრე ამ ოცეულის  ნებისმიერ წევრ ქვეყანას. ამ სამიტზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ამერიკისა და ჩინეთის თანამშრომლობის კონტურები გამოიკვეთა. კავშირი არა, მათი კავშირი გამორიცხულია, ვიდრე ტაივანის პრობლება არ გადაწყდება, მაგრამ თანამშრომლობაც დიდი საქმეა. გადაწყდა, რომ  იანვარში ამერიკის სახელწიფო მდივანი ბლინკენი ჩადის პეკინში. გავლენიანი ამერიკელი ექსპერტები, ბლინკენის მომავალ ვიზიტს ადარებენ, 1972 წელს, ჰენრი კისინჯერის საიდუმლო ვიზიტს ჩინეთში, რომელსაც მოჰყვა ცნობილი „შანხაის კომუნიკე“ და საბოლოოდ, ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის  დროს, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ჩინეთსა და ამერიკას შორის. ეს  მაშინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული. ბლინკენის მომავალი ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენმა და სინ ძინ პინმა პრინციპული გადაწყვეტილებები უკვე  შეათანხმეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე და პეკინში საგარეო საქმეთა მინისტრები ამ შეთანხმებების დეტალებს განიხილავენ. ძირითადად, ეს ვაჭრობის სფეროს შეეხება, რომ ჩინეთი რაც შეიძლება მეტად ჩამოშორდეს რუსეთს. ამერიკა ყველაფერს აკეთებს, რომ არ შედგეს ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც მერე სამხედრო კავშირში გადაიზრდება. თუმცა, დღეს ეს უკვე გამორიცხულია ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა.  ჩინეთს ღიად მკაცრი დისტანცია უკავია რუსეთთან მიმართებაში- ნეიტრალიტეტი რუსეთ-უკრაინის ომში და თან ფარულად ცდილობს, რუსეთის მოკავშირე  შუა აზიის ქვეყნებში  საკუთარი გავლენის გაძლიერებას, ამ ქვეყნების ჩამოცილებას რუსეთისგან. შემთხვევითი არ არის ყაზახეთის პრეზიდენტის, ტოკაევის პოზიცია, რომელმაც პუტინს  უკრაინის ოკუპირებული და დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული ტერიტორიების ცნობაზე უარი უთხრა. ამას ჩინეთის ზურგის გარეშე ტოკაევი ვერ გაბედავდა. გარდა მაგისა, ჩინეთისა და რუსეთის პოზიციები ვერასდროს ვერ დაახლოვდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ჩინეთმა თუ სცნო ეს ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკები, მაშინ თავად ტაივანზე უარი უნდა თქვას, ამას კი არასდროს გააკეთებს. ჩინეთი ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნასაც არ აღიარებს, არა თუ  რუსეთის მიერ უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებს. ჩინეთი ეცდება, არც ამერიკას მიებას ეკონომიკურად და არც რუსეთთან გაწყვიტოს საბოლოოდ კავშირი, რადგან  ორივეს რესურსები ძალიან სჭირდება. ჩინეთისთვის მთავრია ბაზარი – იყიდოს ნედლეული რუსეთისგან და ევროპასა და ამერიკაში გაყიდოს  ჩინეთში დამზადებული პროდუქცია. უფრო, ევროპაში, რადგან იქ უფრო მყარად  დამკვიდრდნენ  ჩინური კომპანიები, ვიდრე ამერიკაში. ევროპაში  მდიდარი ბაზარია და მეტი შემოსავალი აქვს. აბა, ამერიკელებს საკვების, ჩინური რესტორნის გარდა, სხვა არაფერი უნდათ ჩინური. ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა, ახლა მნიშვნელოვნად  გაღრმავდება ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობა. აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ ჩინეთი ღიად არა, მაგრამ ფარულად შეეცდება, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გარკვეული გავლენის მოხდენას. რითიც შეეძლება, იმით შეუშლის ხელს ტრამპის გაპრეზიდენტებას, რომელმაც პრეზიდენტობისას ეკონომიკური ომი გამოუცხადა ჩინეთს.

თეგები: დონალდ ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved