პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, ტვ პირველთან, ამბობს:
დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ყველა მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუტებია მოშლილი – ეს არის ქვეყანა რომელიც ეკუთვნის ერთ ადამიანს და ყველაფერი დანარჩენი არის ბუტაფორიად დარჩენილი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი – პრეზიდენტის ინსტიტუტი, პარლამენტის ინსტიტუტი, სასამართლო, რაც გნებავთ. ეს აღარ არის სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ხდება ტერიტორია, რომელსაც აქვს რაღაცა სახელმწიფო ნიშნები, პირობითად, რომელიც არის სახელმწიფო საზღვრები, რომელიც ასევე შეიძლება პირობითი აღმოჩნდეს, ღმერთმა არ ქნას. ამ ვითარებაში დადგე და ილაპარაკო ომბუდსმენის არჩევაზე, კანონში ცვლილების შეტანაზე… მგონია, რომ ცარიელ რაღაცეებზე ლაპარაკი არასწორია.
“ოცნებას უნდა რომ სააკაშვილი ციხეში მოკლას? და რა გონია, ადვილად შერჩება?”
კომენტარები