• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომღერალ ზენონ-იმედა იარაჯულთან ის ანტიკანონიკური მოსაყდრე შიო – მართალია!” – ტიგინაშვილი

ალია ავტორი - ალია
05:14 11-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,922

თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:

ე.წ. “მთავარეპისკოპოს”, მომღერალ ზენონ-იმედა იარაჯულთან დაკავშირებით:
1)სუსის კრებსებსა და მრევლში (თვითმხილველები, მომჩივანნი) მასზე არსებობს აურაცხელი ფაქტები არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, რაც, მართალია საერო-სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის კოდექსით არ არის დასჯადი ქმედება, თუმცა საეკლესიო კანონიკისა და ზნეობრივი განწესების მიხედვით ეს არის უმძიმესი ცოდვა და მისი ჩამდენი სასულიერო პირი ექვემდებარება ხარისხიდან განკვეთასა და უზიარებლობას;
2)ზენონ-იმედას ამავდროულად ბრალი ედება კრიმინალიზებულ ცოდვებში – სექსუალურ შევიწროვებაში (პარტნიორების იძულება და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და საეპარქიო ფინანსების არაკეთილსინდისიერ განკარგვაში;
3)ზენონ-იმედა, ნაცვლად სინანულისა, ცდილობს რომ საკითხი დასვას მზაკვრულად და მიმართოს სპეკულაციებს. მაგალითად: იგი, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ასაღებს “პროდასავლური კურსის” წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლად, რითაც აქცენტის გადატანას ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობიდან და მისდამი არსებულ ვიწრო თუ კონკრეტულ დავებს – გლობალურ კონტექსტში განაზოგადებს, რათა კვალი არიოს და ჯავშან-ალიბი მოისხას;
4)ზენონ-იმედას მიერ უსინდისოდ წამოწყებულ თავდაცვით რიტორიკასა და შინაარსს – მხარს უბამს მეინსტრიმული და ისტეროიდული მედია, რომელიც ყველგან კრემლის კუდს დაეძებს (ცხადია, ზოგჯერ სამართლიანადაც!). შესაბამისად, პოლიტკორექტულობის, ტენდენციურობის, პირადი სოლიდარობისა თუ სხვა სუბიექტური მიზეზების გამო აღნიშნული “მღვდელმთავარის” რეალურ მდგომარეობაზე პრესა არაფერს, ან ძალიან ზედაპირულად იტყვის, რადგან საგულდაგულოდ შეიფუთება და ინტერპრეტირდება მისი დასჯის სავსებით ლეგიტიმური, ლოგიკური და საფუძვლიანი მხარე (მიუხედავად, თავად დამსჯელის მოტივებისა!).
5)ზენონ-იმედას გულაჩუყებული აპოლოგეტების პოპულისტური (საუკეთესო შემთხვევაში – უნებლიე!), “კოლეგიალური” და უნამუსო მცდელობა – როგორმე საკითხი განსხვავებულ ჭრილსა და კონტექსტში გადაამისამართონ, პრობლემა წარმოაჩინონ მხარეებს შორის მსოფლმხედველობრივ ავერსიად, უბრალოდ ვექტორულ და მანიქეისტურ ბრძოლად, ანუ დაპირისპირებად “კეთილსა და ბოროტს შორის”, რომელიც ითარგმნება – კონფრონტაციად პროდასავლურობასა და პრორუსობას შორის, – განწირულია გაწბილებისთვის და გათვლილია არაკომპეტენტურ, ემოციურ და დილეტანტურ მასაზე.
6)ზენონ-იმედა ყველას შეეხება, გარდა კათოლიკოს-პატრიარქისა. მისივე თქმით პირველიერარქს არ სურს მისი დასჯა და ეს ნამდვილად ძალზე საგულისხმო, სარწმუნო, სიმბოლური და უეჭველია, რადგან ტრადიციულად, ყოველმხრივ დესაკრალიზებულ, უწმინდურ და ამორალურ პირებს რაღა თქმა უნდა სახელდობრ ილია II ლობირებს ეკლესიაში. როგორც არქიმანდრიტი ილია (ნასიძე) იტყოდა: “ჩვენი უწმინდესი ყველას პატიობს ყველაფერს, რათა დაანახოს სხვებს, რომ დიდია უფალი”! (უცნობია თუ “უფალში” ვის გულისხმობს და “დიდის დანახვებაში” – რას).
P.S. მომღერალ იმედასთან, თუნდაც ის ანტიკანონიკური მოსაყდრე შიო – მართალია! უბრალოდ, მთელი უბედურება და ორმაგი ტრაგედია ის არის, რომ ჰედონისტურ ლობთან ბრძოლას ის იწყებს წვრილფეხა რქოსნებიდან და არ, თუ ვერ აყენებს საკითხს უშუალოდ ილია II-ის მიმართ გაჟღერებული ბრალდების განსახილველად!
თეგები: გიორგი ტიგინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved