• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს“ – ზურაბ ჯაფარიძე ევროკომისარზე

ალია ავტორი - ალია
15:54 11-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის შემაჯამებელ გამოსვლაზე:

„ვუსმინე ევროკომისარს
დეოლიგარქიზაციაზე ჯერ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტიო
ანუ არ იცის რომ უარი თქვა ოცნებამ გადაგზავნაზე
მერე თქვა კონკრეტულ ადამიანს არ ეხებაო, არ დაასახელა ბიძინა ევროპარლამენტისგან განახვავებით
მერე ისევ დეოლიგარქიაციაზე და პოლიტპატიმრებზე კითხვაზე, ეგრე დეტალებშიც არ ვარ ჩახედული რა ხდება საქართველოშიო
სასამართლოს მიმართულებით პროგრესი ჩანსო  ალბათ მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა ზეიმით შეყვანაში დაინახა პროგრესი
ოპოზიციამ უნდა იმუშაოს მთავრობასთანო  აი ზელენსკის რომ მოუწოდებდა ომამდე ევროპელი ლიდერების ნაწილი, პუტინს დაელაპარაკეო ..
ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბილომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს, რომელიც უამრავ რესურსს ყრის ანტი-დასავლურ კამპანიაში, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს ‘პროევროპული’ იმიჯი
გაივლის 1 წელი და არ იქნება ბიძინას ხელში სტატუსი
სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, არაფერი არ იქნება მაგ მიმართულებით
პირიქით, სულ უფრო დავშორდებით ევროპას“
„დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იმავე შანსს ორჯერ. ამიტომ უნდა ვსტაცოთ ხელი ამ შესაძლებლობას და ვაქციოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება. ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება, მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს. უკვე ვხედავთ, პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის, თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა, რათა ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და, რა თქმა უნდა, გვ ჭირდება ნაბიჯები, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. საქართველო რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ 12-ვე პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპისკენ გზაზე“, – აღნიშნა ვარჰეიმ.
თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved