ბლოგერი, უჩა აბაშიძე:
“ბევრი წლის წინ, ბლოგზე დამისვეს კითხვა:
“რას ნიშნავს გოგო სექსში იყოს კარგი?”
ერთი 10 წლის წინ იყო, მართლა
29-ის ვიყავი, ეხლა 39-ის ვარ
ხოდა ბოლო დღეებში რამდენიმე მეგობართან საუბრისგან (3 გოგოსთან და 1 ბიჭთან) რომლებსაც თავის წყვილში “აწუხებთ ეს თემა”, ახლიდან გახდა აქტუალური ეს კითხვა
რაც მაშინ ვუპასუხე, პრინციპში იგივე იყო, ოღონდ ახლებურად შემიძლია ავხსნა, კიდევ დამატებით 10 წლიანი გამოცდილების მერე
ხოდა
პირველ რიგში – კაცები არაფრით არ ვჯობივართ გოგოებს, ჩვენი მილიონი პრობლემა გვაქვს და მილიონი რამე გადასააზრებელი და არ ვშვებით და ჩვენი გაგვჭირვებია, არავისზე უკეთესი არ ვართ, არ მედაოთ ამაზე. ჩვენ უარესი ვართ, ემოციების ამბავში, უაზრო შიშების ამბავში და მილიონი გაგვჭირვებია.
მეორეს მხრივ – აღზრდა, მშობლები, ნათესავები, სოციუმი, ფილმები, წიგნები – იმენა ჩარჩოში სვამენ და აკომპლექსებენ, იმენნნააა გამიზნულად – გოგოებს
და მერე გაზრდილ გოგოს, კი არავინ ნათესავი არ მიეხმარება ამაში გამორკვევაში, არა
მერე მარტომ უნდა მოაგვაროს ის ვაკხანალია რაც მის თავში დალექეს და წიხლებით ჩატენეს ამდენმა ვიღაცამ იმის შესახებ როგორ უნდა “შებოჭილი და მოთოკილი” იყოს გოგო და როგორ “არაფერი არ ეკადრება”
ეს იყო ჯერ მხოლოდ შესავალი 

ხოდა
“რას ნიშნავს გოგო იყოს სექსში კარგი?”
ბოლო დროა ასე ვპასუხობ:
ჩვენ, ბიჭები, სანამ თქვენ შეგხვდებით (საუბარია როცა პარტნიორები ვართ)
ხშირად წარმოვიდგენთ რა გვინდა რო გგვქონდეს თქვენთან, სექსში, ისეც, მოფერებაც როგორ გვინდა მოგეფეროთ, მანამდე რა გვინდა ვაკეთოთ, მერე რას ვაპირებთ… რავი ადამიანი თუ მნიშვნელოვანია – ფიქრობ რა ამაზე, არაფერია ამაში დასაძრახი
ო, და მაგაშია “პასუხი”
სამწუხაროდ, სოციალური და სხვა ჩარჩოში ჩასმების გამო, რამდენადაც ჩემმა ცხოვრებისეულმა წიაღსვლებმა აჩვენა
გოგოების დიდი უმრავლესობა, სამწუხაროდ, წარმოიდგენს “რა უნდა ქნას ბიჭმა”
ანუ როცა ფანტაზირებს, სექსი იქნება ეს, ფლირტი, დეითინგი, პრელუდია, სექსის მერე თუ რა იქნება
მის ფიქრებშიც კი, მთავარი გმირი ბიჭია – რომელმაც რაღაცეები უნდა ქნას, რაღაცეები უნდა თქვას, ასე უნდა მოიქცეს, ისე უნდა არ მოიქცეს
ამაზე ხან ფანტაზირებენ, სექსუალურად, ხან განსჯიან – ჯაჯღანით (თავში, შეხვედრამდე ჯერ) და ხან კიდევ რა
რის გამოც მერე, დრო რო გავა, თვითონაც ხვდებიან რო “მგონი სექსში არ ვარ კარგი, იმიტო რო არაფერს არ ვშვები”
და წინა ჯერზე, 10 წლის წინ, მე ავხსენი რო გოგოს არაფერი არ მოეთხოვება რო “ქნას”, რო “ქნაში” არაა საქმე, რო საქმეა “იგრძნოსში”. არა, ფეიკ “აჰ აჰ”-ში კიარა, მართლა იგრძნოს-ში და რო თუ ვერ გრძნობ – ნუ გაქ ნურც პეტინგი, ნურც პრელუდია, ნურც ზასაობა, ნურც სექსი და ნურაფერი (თუ ბიჭი არ გაგრძნობიებს – ან ქიმია არაა და პაკა, ან დაილაპარაკეთ იასნად)
ხოდა დღეს ჩამოვაყალიბებდი ასე:
რო სანამ ბიჭს ნახავ, დეითზე, პირველად, მესამედ, მეათედ, სექსისთვის, პროსტა ისე-სთვის თუ რისთვისაც იქნება
თუ გინდა რო “სექსში კარგი გოგო იყო”, მხოლოდ მაშინ თუ გინდა, იმიტო რო თუ გკიდია – დაიკიდე კაცო
ხოდა თუ გინდა
წარმოიდგინე წინასწარ, (არა მარტო უშუალოდ წინასწარ, იმ დღეს, ის კვირა, როგორც ყველა ვშვებით ხოლმე რა)
რააააააააააააასსსს
იზააააააააააააააააამ
შეეეეეეეეეეეეენნნნ
ოღონდ ბევრს ჰგონია რო აქ ვგულისხმობ რო “როგორ იაქტიურებ”
არა!
მე ვგულისხმობ – წარმოიდგინე რომელი შენი საქციელი – აღგაგზნებს შენვე
ის კი არ წარმოიდგინო ბიჭი რას იზამს, ასე მოვა, ისე მაკოცებს, ისე მიმატრიალებს, თმებში მომქაჩავს, ასე მომკეცავს
არა!!
შენ მაგაზე კონტროლი არ გაქვს და “შენი საქმე ეგ არ არის” ასე ვთქვათ
შენ წარმოიდგინე – შეეენ რას იზამ
შეენ როგორ გაუყრი თვალს-თვალში და რამეს ანიშნებ
შეენ რას ჩაიცვამ
შეეეენ რას გაიხდი, როდის და როგორ (და დამუღმდი რო აღგაგზნებდეს რასაც წარმოიდგენ, თუ არა და რატო წარმოიდგენ? – ბიჭის გამო კი არ ქნა, შეეეენნნნ უნდა აღგაგზნებდეს შენივე რასაც იზამ)
როგორ იჯდები წინ და ნელა შეიხსნი პერანგს
როგორ მიბრუნდები და აიწევ კაბას
როგორ ისვამ ხელს კისერზე ისე რო ორი აზრის გარეშე გასაგები იყოს სად გინდა გაკოცოს
(სპეციალურად მომყავს მოქმედებების მაგალითები, რომლებიც ერთის მხრივ ისევ “პასიური” როლია, მარა სინამდვილეში ეგ არის ის “აქტივობა” რაც სექსში თანაბარ მონაწწილედ გხდის და “კარგად”)
ანუ თუ გინდა იასნად შეგიძლია წაგვავლო თმაში და გაგვაქანო ფეხებშორის, შეგიძლია დაგვაგდო და გადაგვაჯდე, აბა რა, ყველაფერი “აქტიურობა” მოსულა და კარგია – მარა ეგ კი არ უნდა ითამაშო და იფეიკო, უნდა მართლა გინდოდეს და ეგ არ არის აუცილებლი რო “კარგი იყო სექსში”
ეგ არ მოგეთხოვება, გვესმის რო ბიოლოგიური, ჰორმონალური, სოციალური და ა.შ. მიზეზების გამო – ჩვენი სექსუალური “აქტის ჩატარების როლები” – ძაან განსხვავდება
მარა
უამრავი რამეა, რაც შენ შეგიძლია ქნა – ისე რო მაგ როლიდან არ გამოხვიდე (თუ არ გინდა გამოსვლა), მარა შენ ქნა – შენის მხრივ და შენვე აღგაგზნებდეს, ეს მთავარია
ჩვენ რო წარმოვიდგენთ რას გიზამთ, თქვენთვის კი არ წარმოვიდგენთ, ჩვენ გვისწორდება ეგ გიქნათ და იმიტო წარმოვიდგენთ მაგას
შეგიძლია მოიფიქრო როგორ იყო “ლამაზი ირემი” – რომელიც მონადირეს არა-ორაზროვნად ეპრანჭება და უკვე სექსისას – მონაწილეობს წახალისებით, იდეით, სითბოთი და ა.შ.
ოღონდ ამისთვის, გავიმეორებ, რეცეპტი არის – შეხვდრის წინ, წარმოიდგინე რას იზამ შენ და წარმოდგენისას დაფიქრდი რა გასველებს მაგ ფანტაზიებიდან, რომელი შენი თამაში, შენი საკუთარი მხრიდან – იმისდამიუხედავად ბიჭი მერე ისე მოიქცევა თუ ასე
შენვე – გისწორდება
(და აღმოაჩინე ასეთი თამაშები, რეალურად დავალების ნახევარი ეს არის, აღმოაჩინე შენ რა გისწორდება ვაფშე, ბიჭმა რა გიქნას კი არა, შენ რა ქნა)
ეს არი რასაც დავამატებდი მოკლედ იმ ბლოგ პოსტს და როგორც გავამრტივებდი “სახელმძღვანელოს” პონტში
ნუ იფიქრებ იმაზე ბიჭი რას იზამს(გიზამს) და ნუ შეაფასებ “რამდენად უნდიხარ” იმით – რამდენად შეასრულა რაც წარმოიდგინე
იმიტო რო მერე მიხვდები რო “კი მარა მე რას უნდა ვშვებოდე?”
არა
იფიქრე იმაზე შენ რა გინდა ქნა, შენ რა გისწროდება ვაფშე და შენ რას იზამ (რამდენადაც “არაფერი აქტივობა” არ უნდა იყოს, მთავარია რო მაგის კეთებისას შენ სველდები)
და თუ ეს უმეტესწილად იქნება არა აქტივობები, არამედ გაპრანჭვები, მიმზიდველი გამოხედვები, მოულოდნელი კოცნები და ა.შ. – იყოს ეგ, მერე რა, ეგ არის შენი პერსონალითი და ეგ არის შენ “კარგი სექსში” – მეტს არაფერს მოველით ჩვენ
ჩვენ – ჩვენ რაც გვინდა იმას ვიზამთ, შენ მოიფიქრე შენ რა გინდა “ქნა” და ქენი (კიიიდეეე ხაზს გავუსვამ, არ მაქვს საუბარი “აქტიურ მოწოლაზე” ამ ქნაში, საუბარი მაქვს როგორ გაგვეპრანჭოზე თუ ესაა რაც გისწორდება)
თუ ეს პოსტი წაიკითხე, გოგომ, და ეს საკითხი არ გაწუხებს და გეფიქრება “ფსსს, არასოდეს ეგ კითხვები არ გამჩენიაო” – ოკეი კაცო, ვისაც ეხება იმან გაიგო, შენ დაიკიდე.
ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს და ჩვენი ჩავარდნები და გვინდა გამოვასწოროთ, მარა ნუ შენი “ჩავარდნა” ეტყობა ეგ არ არის, ან ჯერ არ გინდა რო გამოასწორო
უბრალოდ ამ ოჯახ-ნათსავ-სოციალური წნეხების გამო, სტატისტიკურად, ასე მაჩვენა ჩემმა და მეგობრების, უამრავი მეგობრის, ცხოვრებამ – რო ეს პრობლემა ძალიან ხშირია
ისიც – რო არ იცის გოგომ როგორ იყოს სექსში კარგი, პასუხი არ აქვს კითხვაზე ვაფშე
და ისიც რო – ან ვაფშე არ წარმოიდგენს ინტერაქციას პარტნიორთან, თითქოს ცუდია ეს და აკრძალული და არ შეიძლება რო წარმოიდგინოს
ან როცა წარმოიდგენს – წარმოიდგენს ბიჭი რას იზამს და “რა უნდა ქნას” – და თვითონ მისი შენატანი რა არის ამ სექსში თუ ინტერაქციაში არც ფანტაზირებს თვითონ
შედეგად მერე სექსშიც უბრალოდ პასიური კი არ არის, არც იცის თუ შეიძლება რო რამეს შვებოდეს ვაფშე, იმიტო რო “ეს არ გაგვივლია” რეალურად
ვოტ, არ ვიცი, იმედია გასაგებად გამოვხატე
მაინც მომხვდება იასნად, მაინც იქნებიან ვინც “ბევრად მაგრები არიან და ეს პრობლემები არ აწუხებთ”, ყველაფერი მესმის
ვისაც გამოადგება, გამოადგება
კომენტარები