• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოხდა ნიკა, უკვე მოხდა და მორჩით რა ამ ბულშიტს” – ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:12 11-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
735

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

 

“მსოფლიოში არსებული ყველა ფილოსოფიური მიმართულება აგებულია და ეფუძნება იმ ამოსავალ წერტილს, რომ საკუთარ თავთან მაინც უნდა იყო გულახდილი და მეორე, ნაღდი რეალობა უნდა დაინახო.
პლატონმა საგნებისთვისაც კი შემოიტანა ,,ნაღდობის,, საზომი. მაგალიტად ,,ნაღდი,, ,,იდეალური და სწორი,, მაგიდა მხოლოდ უფლის, შემოქმედის თავშია და ყველა სხვა, ადამიანის დამზადებული ნივთი იმ ,,იდეალურის,, ასე თუ ისე ასლია.

ერთადერთი ფილოსოფოსია მაკიაველი, რომელმაც ,,თავის მოტყუების,, და ,,საკუთარი თავის სასურველში დარწმუნების,, თეორია პოლიტიკური მმართველობის ელიტაში დააფუძნა.

თანამედროვე ფილოსოფია და ფილოსოფოსები ამ ფენომენს ეძახიან ,,ბულშიტს,,
სამაგალითოდ,
თუკი დაარწმუნებ საკუთარ თავს ყოველდღე რომ უძლიერესი ხარ, გახდები უძლიერესი. თუკი დაარწმუნე სხვები, რომ უძლიერესი ხარ რაღაცაში, ხარ მართლა უძლიერესი და მერე საკუთარი თავის დარწმუნებაც ადვილია.
ეს მოკლედ და უმარტივესად.

თანამედროვე განმარტება, თუ რაა ბულშიტი და სადაა, რომელ კუთხეშია ის ყოველდღიურობაში მიმალული თუ რამოდენა პოლიტიკური საფეხურებიც დაიპყრო, კარგად აქვს განმარტებული თანამედროვე ამერიკელ ფილოსოფოსს Hary G. Frankfurt ს თავის ცნობილ ესსეიში.

ბულშიტია, როცა რაღაცას კატასტროფულს ამტკიცებ და თავად გჯერა. ეს კიდევ მარტივი ბულშიტია.
რთული ბულშიტია, როცა უკვე რეალობას სრულიად მოწყდები და საკუთარი ბულშიტის გარდა სხვას ვერაფერს ხედავ.

საუკეთესო მაგალითია ტრამპი.
პუტინი ჩემი მეგობარია
კიმი იონგი ჩემი მეგობარია
ეს არც დიპლომატიაა და არც ,,თავის მოქონვა,, ამ დიქტატორებისთვის,
რამეთუ თავად პუტინმაც და კიმ იონგმაც იციან, რომ მათ მეგობრები არ ყავთ და პრეზიდენტი ,,ებულშიტება,,
ტრამპს კი ნაღდად სჯერა, რომ ის რომ იყოს, პუტინი ამას არ იზავს და ასე შემდეგ.

ბულშიტის, საშინელი და საშიში ბულშიტის მახასიათებელია რეალობის მზერის დაკარგვა.

საქართველო ამგვარი ბულშიტის ალბათ დედაბუდეა დედამიწაზე.
დაკარგეს პოლიტიკოსებმა და მედიასივრცის ძლიერმა, შესაძლებლობიანმა სტეიკჰოლდერებმა, ანუ, მოთამაშეებმა რეალობის გრძნობა საერთოდ.

მედიცინაში, უმძიმესი დიაბეტური ნევროპათიის დროს არსებობს ასეთი გამოთქმა ,,სხეულის ნაწილის გაქრობა,,
მაგალიტად დადიხარ და ფეხს, ტერფს ვერ გრძნობ.
შეიძლება ფეხი ისე დაგინეკროზდეს, გაგიშავდეს, რომ საამპუტაციო გახდეს და მაინც დადიხარ, მაინც ვერ გრძნობ და რეალობას არ ხედავ.
ამას არავიტარი კავშირი აქვს განათლებასთან.
მათემატიკის პროფესორი მყავს ასეთი პაციენტად.

აი ეს სიტუაციაა საქართველოში.
ბულშიტი მზვინვარებს.
რეალობის ვერ აღქმაა პრობლემა ,,თავის მიერ,, ანუ პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის თავკობალად გადაქცეული თბილის და მისი ,,მაყურებლები,, საერთოდ ვერ ხედავენ, ვერ გრძნობენ პერიფერიას.

გუშინ საღამოს, აი იმ რეგიონალურ ლიდერთა ნაწილის განცხადების მერე ვინმე ,,ძველმა კადრმა,, წიკლაურმა ჟურნალისტ თარგამაძის კითხვაზე ,,იქნებ არ გქონდათ კარგი კომუნიკაცია რეგიონებთანო,, ასე უპასუხა
,,როგორ არა, უკვე რამდენიმე თვეა პარტიის ცენტრში ვიბარებთ რეგიონალურ ლიდერებს და მათთან საუბარი გვაქვსო,,

წიკლაური თავადაც ვერ ხვდება იმ ბულშიტს, რასაც ამბობს.

ესეიგი ოზურგეთელი თავმჯდომარე, ქარელელი თავმჯდომარე, ზესტაფონელი თავმჯდომარე,
უნდა ეახლოს ,,ცენტრალურ შენობაში,, კეისარ პარტკომს და საკუთარი თავი დააპროგრამირებინოს?
აი ესაა დემოკრატია
აი ესაა პარტიული მუშაობა ლიდერშიპის, თავკომბალას თანახმად?
ესაა ბულშიტი.

როდის შეიკრიბა ბოლოს პოლიტსაბჭო, ეს არ იცის და აქვს პრეტენზია ,,სიტუაციის კონტროლზე,, და ,,ყველაფრის ცოდნაზე,, თუ ,,გამოცდილის სახელზე,, თუ ,,კარგ პოლიტ მენეჯერზე,,

აი ესაა დიდი და სახიფათო ბულშიტი.

ის, რომ ძალიან მდიდრები, მილიარდერები, საკუთარ ნაჭუწში, საკუთარ ბალონში ცხოვრობენ, რჩევის მიმართ რეზისტენტები არიან და ფსიქოანალიზი ფროიდზე უკეთ იციან,
ეს ვიცით რუსი მილიარდერი ბიძინასაგან და
ახლა ტრამპსაც იგივე დაემართა.
გამარჯვებულმა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა და ტრამპის კრიტიკოსმა დი სანტისმა ამერიკაში არჩევნები საოცარი დამაჯერებლობით მოიგო და არსებული ამერიკული რეალობის, წესიდან და ისტორიული მაგალიტებიდან გამომდინარე
პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატის როლი ერგება
უბრალოდ ასეა ამერიკაში
გახდი ძლიერი ხმებით გუბერნატორი? ხარ ახალგაზრდა და ძალღონით სავსე? არ გექნება ფულის შემომწირველების პრობლემა და პრეზიდენტობის კანდიდატურაზე პრეტენზია ბუნებრივია.
ტრამპმა კი უკვე ბოლო 24 საათში მესამედ განაცხადა, რომ
თუკი დი სანტისი კანდიდატურას დააყენებსო, ისეთი რამეები ვიციო, ისეთ რამეებს გავუსაჯაროვებო, მარტო მისმა ცოლმა რომ იცისო.

მოკლედ,
აშკარაა პოლიტიკური რეკეტი და აშკარაა რა მასალაზეა საუბარი, რომელიც ,,მხოლოდ ცოლმა,, იცის.
ნებისმიერ ნახევრადდეგენერატმა რეალობაში მცხოვრებმა მაინც უნდა იცოდეს, რომ ამგვარი განცხადება არამარტო ბულშიტია, არამედ თვითმკვლელი ბულშიტია.
ვერ ხვდება, ვერ ხედავს.

ისევე როგორც ნიკა მელია ვერ ხვდება და ვერ ხედავს თუ რა ბულშიტს ამბობს, როცა ამბობს რომ
,,აქ არაფერი ისეთი არ ხდებაო,,

მოხდა ნიკა, უკვე მოხდა და მორჩით რა ამ ბულშიტს.
დაინახეთ რეალობა.”

თეგები: იაგო ფრანგიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved