• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ვოლვო ქარ საქართველოსა“ და რადიო GIPA-ს ახალი მუსიკალური პროექტი

ალია ავტორი - ალია
12:46 11-10-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

„ვოლვო ქარ საქართველო“ და რადიო GIPA მსმენელებს ახალ მუსიკალურ სივრცეში აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების Live პერფორმანსები გაიმართება. კოლაბორაციის მიზანია თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა, მსმენელისთვის მუსიკალურად მრავალფეროვანი სივრცის შექმნა და მათთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება.

პროექტის პირველი კონცერტი ეთერში უკვე გავიდა და მსმენელმა მიშო ურუშაძისა და ამიკო ნინუას შემოქმედება მოისმინა.

პროექტის შექმნის იდეა რადიო GIPA-ს ხელმძღვანელს, თინა კლდიაშვილს და მუსიკალურ პროდიუსერს, მუსიკოს მიშო ურუშაძეს გაუჩნდათ.

თინა კლდიაშვილი, რადიო GIPA-ს ხელმძღვანელი: „როგორც იცით, რადიო GIPA ოფიციალურად თანამშრომლობს ამერიკულ რადიოსთან NPR-თან. მათ აქვთ ასეთი პროექტი – Tiny Desk Concerts. მე და მიშო  ვსაუბრობდით ამ გამოცდილების გაზიარებაზე და გადავწყვიტეთ, საქართველოს რადიოსივრცეში აქამდე არარსებული ფორმატი, ე.წ. „ლაივ“ პერფორმანსი გაგვეკეთებინა. ეს იდეა „ვოლვო ქარსის“ წარმომადგენლებს გავუზიარეთ და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.

ამ ფორმატის პერფორმანსი საქართველოს რადიოსივრცეში არ გაკეთებულა და  მნიშვნელოვანია იმ კონტენტის გამო, რომელსაც ამ კონკრეტული პროექტის მეშვეობით მსმენელი მოისმენს. ის მუსიკა, რომელსაც რადიო GIPA  და Volvo მსმენელს სთავაზობს, ქართველი არტისტების, ამ შემთხვევაში, მიშო ურუშაძისა და ამიკო ნინუას მიერ არის შექმნილი. ასეთი ხარისხიანი მუსიკის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება ჩვენთვის ის უპირატესობაა, რომლითაც ვამაყობთ. აქვე დიდი მადლობა მიშოსა და ამიკოს იმ მუსიკისთვის, რომელსაც ისინი ქმნიან“. 

ხარისხიანი მუსიკის მხარდაჭერაა „ვოლვო ქარ საქართველოს“ პროექტში ჩართვის მიზეზი. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე ამბობს, რომ რადიო GIPA-სთან თანამშრომლობა პრიორიტეტებისა და მიზნების თანხვედრის გამო გადაწყვიტეს.

რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან ვცდილობთ, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ქართველ არტისტებს და ზოგადად, ხარისხიანი მუსიკის პოპულარიზაციას. ვფიქრობთ, ეს პროექტი ამის ერთ-ერთი მაგალითია. მსმენელებისთვისაც სასიამოვნო იქნება, იმ დროში, რომელსაც სახლიდან სამსახურამდე მანქანაში ატარებენ, შესანიშნავ მუსიკას მოუსმინონ. გვსურს, „ვოლვოს“ მომხმარებლები გავახალისოთ. გვინდა, ვაგრძნობინოთ, რომ ვზრუნავთ მათზე, მათ განწყობაზე და ამას ხარისხიანი მუსიკის მხარდაჭერით ვაკეთებთ“.

„ვოლვო ქარ საქართველოსა“ და რადიო GIPA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების „ლაივ“ კონცერტები თვეში ერთხელ გაიმართება. რადიოეთერის (FM 94.3) გარდა, მუსიკალური შოუს მოსმენა ორივე კომპანიის Facebook გვერდებზე დაანონსდება, აქვე განთავსდება კონცერტების „სტრიმიც“.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved