ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას,”გადაიჭრას ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე”.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო და სწორედ ამ რეზოლუციის ერთ-ერთი შენიშვნა ეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს:
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში დამოუკიდებელი ინტერესების გადამეტებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, კომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის სახით, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
ევროპარლამენტის რეკომენდაციით, უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადამეტებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, სისტემური გზით და სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, – ნათქვამია შესწორებებში.
კომენტარები