• რეკლამა
  • კონტაქტი
16:16, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
19:52 11-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
284
პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, ავრცელებს განცხადებას, რომელსაც, უცვლელად გთავაზობთ:
?განცხადება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ:
1. საქართველოს მოსახლეობის ნება ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული კავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, კვლავ ურყევია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პარადოქსული მოცემულობა, როცა პრორუსული უმცირესობა ქართული ოცნების სახით მართავს პროევროპულ უმრავლესობას, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს მოცემულობა უცვლელია იმის მიუხედავად რომ ივანიშვილის რუპორებს, იქნება ეს ტელეკომპანიების (იმედი, პოს ტივი თუ სხვა), პოლიტიკური და კვაზი პოლიტიკური სუბიექტების (ქართული ოცნება, ხალხის ძალა თუ სხვა), თუ ე.წ. ,,ექსპერტების“ (ლეგიონია მათი სახელი) სახით, უკვე წელიწადზე მეტია გაჩაღებული აქვთ ღიად ანტი-დასავლური კამპანია. მასშტაბური დეზინფორმაციული პროპაგანდის პარალელურად, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა დასავლეთის წინააღმდეგ, არ მცირდება მოსახლეობის რაოდენობა რომელიც მყარად პროდასავლელი და პროევროპელია. სამაგიეროდ, მცირდება ქართული ოცნების მომხრეთა რიცხვი, რასაც ეს კვლევაც ადასტურებს (6%-იანი კლება IRI-ს წინა კვლევასთან შედარებით);
2. მიუხედავად იმისა, რომ ერთად ოპოზიციურ პარტიებს, ამ კვლევის მიხედვითაც, აქვთ მეტი პროცენტული მხარდაჭერა და ქართული ოცნების რეიტინგი დაბალია ჯამურად ოპოზიციის რეიტინგზე, ივანიშვილის რეჟიმის უზარმაზარი ფინანსური რესურსების (მათ შორის, „შავი“ და რუსული ფულის), არჩევნების გაყალბების და ძალადობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ცალკე აღებულ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ შესწევს მისი დამარცხების უნარი;
3. ჩვენ, სამ პარტიას, რომლებმაც ერთიანობის კამპანია წამოვიწყეთ, კონსოლიდაციის შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვიდგას (კვლევის მიხედვით, ჯამურად 7%, ხოლო მეორე არჩევანის შემთხვევაში-8%). ეს კვლევაც ამას აჩვენებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ანტი-დასავლური და, შესაბამისად, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებლად. საჭიროა ჯერ კიდევ „ცოცხალი“ იმ ოპოზიციური პარტიების სრულად გაერთიანება, რომლებიც არ თანამშრომლობენ ქართულ ოცნებასთან და არ ატყუებენ ქვეყნის მოსახლეობას რომ ასეთი თანამშრომლობით შესაძლებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მომავალი წლის ბოლოს;
4. ეკონომიკური ხასიათის პრობლემები (უმუშევრობა, სიღარიბე, გაზრდილი ფასები) კვლავ რჩება მოქალაქეთა მთავარ გამოწვევებად. სწორედ დასავლეთისკენ სწრაფი ნაბიჯით სვლა არის ამ პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა. სწორედ ევროკავშირი და ნატოა ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის გარანტია, რასაც წინ ეღობება პრორუსული ქართული ოცნება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი 12 პუნქტის უპირობო და რეალური შესრულება. პრორუსული ქართული ოცნება კი არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, რომლებიც პირიქით, გვაშორებს კანდიდატის სტატუსს და გვიკლავს ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას
(ა) მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეყვანა, რაც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების შესახებ მუხლს და 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას,
ბ) ე.წ. დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის გადმოღება, რომელზეც წინასწარ ცნობილია რომ არ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებად
გ) ბუტაფორიული ახალი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა, რომელზეც ასევე წინასწარაა ცნობილი რო არ ჩაითვლება შესაბამისი პუნქტის შესრულებად
დ) ნიკა გვარამიას ციხეში ჩასმა, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს შესახებ არსებულ პუნქტს და სხვა);
5. ფაქტია, რომ პარტიული ინტერესებით მოქმედი ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ ახერხებს შესთავაზოს გამოსავალი მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად, რადგან გაუგებარია როგორ შესძლებს ესა თუ ის პარტია ინდივიდუალურად პრორუსული რეჟიმის დამარცხებას, ძალაუფლების მოპოვებას და ამ პრობლემების მოგვარებას. ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციური ფლანგის სწრაფი კონსოლიდაციაა. წინასაარჩევნოდ, 3 ან 4 თვით ადრე ხელოვნური გაერთიანება, გამოიწვევს პროცესისადმი უნდობლობას და ივანიშვილის მმართველობის გახანგძლივებას.
სინამდვილეში, არანაირი კვლევა არაა საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ სად ვართ. საკმარისია გავესაუბროთ ქუჩაში გამვლელებს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები დასავლეთში, ჩვენგან ელოდებიან ერთობას, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას, პასუხისმგებლობის აღებას და ხელისუფლების ცვლილებას. ერთობა, ეს არის ფორმულა, რომელიც ამარცხებს პრორუსულ რეჟიმს, აერთიანებს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და გარანტირებულად მოაპოვებინებს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს.
თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved