• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამიტომ ეკუთვნის მადლობა პატარკაციშვილს, ივანიშვილს, კეზერაშვილს” – თარგამაძე “7 ნოემბრის გაკვეთილზე”

ალია ავტორი - ალია
17:13 11-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,224

ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა, გიორგი თარგამაძემ, გუშინ, 6 ნოემბერს, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, თქვა:

 

წარმოიდგინეთ ქართული ტელესივრცე ფორმულას, მთავარის, ტვ პირველის და კავკასიის გარეშე… წარმოიდგინეთ?

აი ახლა შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი: ხვალ მოგეხსენებათ 7 ნოემბერია… ეს თარიღი დღემდე გვახსენებს იმ მწარე გრძნობას და სიცარიელეს, რომელიც 7 ნოემბრის პერიპეტიებზე მძიმე აღმოჩნდა და 8 ნოემბერს, დილით, ჩართულ ტელევიზორში, მაშინდელი იმედის ნაცვლად, ჩაბნელებული გამოსახულების ნახვას უკავშირდება. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენზე, ანუ ჟურნალისტებზე კარგად არავის ესმის – რამდენად იდეალური იქნებოდა, ტელევიზიებს თავად შეეძლოთ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სარეკლამო შემოსავლებით არსებობა. რეალობა ისაა, რომ ამის საშუალებას ქართული ეკონომიკისა და სარეკლამო ბაზრის სიმცირე არ იძლევა, მეორეს მხრივ კი, ქართული ხელისუფლების გენეტიკურ დაავადებად ქცეული პოლიტიკური და მედია სივრცის მონოპოლიზების დაუოკებელი ვნება, რაც ჯანსაღ კონკურენციას შეუძლებელს ხდის, კრიტიკული მედიის საარსებო გარემოს კი უკიდურესად ავიწროებს. ამდენად, რომ არა ის ადამიანები, რომლებსაც ყოფნით გამბედაობა, ენთუზიაზმი და რესურსი მხარი დაუჭირონ კრიტიკულ მედიას, არ იქნებოდა ის მყიფე, მაგრამ მნიშვნელოვანი ბალანსი, რაც ყოველთვის ქმნიდა მართალია შეზღუდულ, თუმცა მაინც მედია პლურალიზმს ქვეყანაში და ალტერნატიული ხედვის მქონე ძალებს – ცვლილებების, ხოლო ქვეყანას – წინსვლის შანსს უნარჩუნებდა. სწორედ ეს განასხვავებდა და განასხვავებს საქართველოს – რუსეთის, ბელარუსის თუ სხვა პოსტ-საბჭოთა დიქტატურებისგან.

ამიტომ ეკუთვნის მადლობა ბადრი პატარკაციშვილს, ბიძინა ივანიშვილს, დავით კეზერაშვილს, ვახტანგ წერეთელსაც და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სერიოზული რისკის მიუხედავად, კრიტიკული მედიასაშუალების ფინანსურ უზრუნველყოფაში წვლილი შეუტანია. სხვა საქმეა, საბოლოო ჯამში დაგროვილი გავლენისა თუ სოციალური კაპიტალის გამოყენება, ვის რისთვის უცდია… ანგელოზი და უცოდველი არავინაა, მითუმეტეს არც ეს ადამიანები, რომლებმაც დიდი კაპიტალი მსგავსი თუ განსხვავებული მეთოდებით სხვადასხვა პერიოდებსა თუ გარემოში დააგროვეს და გაამრავლეს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, სწორედ მათი დახმარებით მოხდა იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფაქტორის შენარჩუნება, რამაც უახლესი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე საქართველო – დიქტატურად გადაქცევას გადაარჩინა.

აი დღეს კი ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. ქვეყნის სათავეში, არა თუნდაც ავტორიტარიზმისკენ გადახრილი, თუმცა დასავლეთზე ორიენტირებული არჩეული პრეზიდენტი, არამედ რაშისტული რუსეთის ბედზე ჭიპლარით მიბმული მაფიის ბოსი ზის, რომელიც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მთელს ბიუჯეტს და მშპ-ს მესამედი მოცულობის პირად ფულს აკონტროლებს. ამ პირობებში მისთვის სულ უფრო მიუღებელი, და მეტიც, ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი ხდება თავისუფალი მედიასივრცის არსებობა, რომლის საშუალებითაც ჯერ კიდევ შესაძლებელია მოსახლეობის ფართო მასებთან გზავნილის მიტანა. სწორედ ამ საფრთხის განეიტრალებას და მისი მაფიოზური ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციას ემსახურება ივანიშვილის მხრიდან ტელევიზიების მოგუდვის ერთიანი სტრატეგია, რომელიც სულ უფრო ცხადი და თვალნათელია.

ვითარება რომ უკიდურესად სახიფათოა, ეს უკვე ნათელია ქვეყნის შიგნით და გარეთაც. საქართველოში არსებული კრიტიკული მედია დღეს ერთადერთი წყაროა იმ ჟანგბადის, რომლის საშუალებითაც ქართული დემოკრატია, მწვავე არითმიის მიუხედავად ჯერ კიდევ სუნთქავს. სწორედ ფორმულა და კრიტიკული ტელევიზიაა ის სივრცე, სადაც უბრალო ადამიანების გასაჭირზე და პრობლემებზე, თუ რეჟიმისთვის მიუღებელი ფიგურების უსამართლო შევიწროებასა და დევნაზე საუბრობენ და თუ მილიარდერი თავისუფალი მედიის ბოლომდე ჩახშობას მოახერხებს, ის ამით დემოკრატიის ბოლო ნიშნებსაც მოგუდავს, რაც საქართველოს სრულფასოვან ბელარუსიზაციას ნიშნავს. არადა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა სრულყოფილი დემოკრატია, ყოველთვის წარმოადგენდა რეგიონში თავისუფლების სიმბოლოს. ეს სტატუს კვო დღეს ორმაგი დარტყმის ქვეშაა: ძალაუფლების უზურპაცია მსგავსი მასშტაბით ჯერ არავის მოუხდენია და არც რუსული ჰიბრიდული შეტევა ყოფილა ოდესმე ასეთი ინტენსივობის. ამას ხედავენ დასავლეთში და წარმოუდგენელია, რომ ცივილიზებულმა სამყარომ, რომელიც უკრაინასთან ერთად ამარცხებს პუტინის ტირანიას და რადიკალურად ცვლის საკუთარ დამოკიდებულებას ტოტალიტარულ რეჟიმებთან, უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე დატოვოს რეგიონში მისი მთავარი მოკავშირე – საქართველო.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ რეაგირებს თავად ქართული საზოგადოება კრიტიკული მედიის შევიწროებასა და ჩაგვრაზე. თავის დროზე შევარდნაძეს რუსთავი 2-ის დასჯის მცდელობა არ აპატიეს. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ყველაზე დიდი შავი ლაქა იმედის დარბევა და მისაკუთრება იყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი ხელისუფლების პოლიტიკური დაღმასვლა. დღეს ივანიშვილი განსხვავებული ფორმებით აკეთებს იმას, რაზეც მისმა წინამორბედებმა კისრები წაიტეხეს, და ეჭვგარეშეა რომ ის ბუმერანგი, რომელმაც სააკაშვილი და შევარდნაძე ხელისუფლებიდან გაისტუმრა, არც ივანიშვილს ასცდება.

მათ შორის 7 ნოემბრის გაკვეთილი გვასწავლის, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულში მედიას ავიწროებდა და პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზაციას ახდენდა, დღეს თავად არის მსხვერპლის და შევიწროებულის მდგომარეობაში. ამიტომაც ერთგვარი მორალური ვალდებულებაც კი არსებობს, რომ ამ ბრძოლაში, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ზეწოლისა, თავისუფლების პლატფორმა ყველაფრის ფასად დაიცვან და შეინარჩუნონ. ოცნების ხელისუფლება კი, იმის ნაცვლად რომ ეს გაკვეთილები ქვეყნისა თუ საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ამ ნეგატიურ გამოცდილებას ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად უზურპაციის, დემოკრატიის დასამარების, თავისუფალი მედიასივრცის საბოლოოდ მოსპობისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განადგურებისთვის იყენებს.

ასე რომ, იმის მისახვედრად, თუ რა გელით – წარმოსახვა ჩართეთ და არცთუ რთულად წარმოსადგენ რეალობას შეხედეთ თვალებში, უფრო სწორედ შეხედეთ სიბნელეს, რომელიც დადგება, თუ თქვენს ტელეეკრანებზე ფორმულა, მთავარი, პირველი და კავკასია გაქრება. გაიხსენეთ არა 7… 8 ნოემბრის დილა და სიმართლისგან დაცლილი, ცარიელი ტელევიზორი.

თეგები: 7 ნოემბერიგიორგი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved