• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა გავიგო, რომელ მონასტერშია და მოვინანიო ცოდვა მონაზვნის მიტყეპისთვის” – ისტორია სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
17:29 11-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,114
პედაგოგი, ნინო მესხორაძე:
“მანდარინს ვყიდულობ. გამყიდველს 50-ლარიანი გავუწოდე.
– სხვა თანხა არ გაქვს?
– არაა – ვუპასუხე ისე, თითქოს, ამაზე ნაკლები თანხა არასდროს მქონია ჩანთაში.
– კარგი, მომეცი – მითხრა მოვაჭრემ და უხალისოდ გამომართვა ორმოცდაათლარიანი.
– ბოდიშს მოგიხდით, თუ შეგიძლიათ, მონასტერს დაეხმაროთ ცოტაოდენი თანხით! – არც კი შემიმჩნევია, ისე დამიდგა გვერდით მონაზონი, რომელიც გამყიდველს (ან მე, არ ვიცი) შესაწირს სთხოვდა რომელიღაც მონასტრისთვის.
– უკაცრავად, რომელი მონასტრიდან ხართ? – ვკითხე მონაზონს და თვალი შევავლე ზერელედ. მინდოდა, ცოტაოდენი თანხით მეც შევწეოდი. ამასობაში გამყიდველმა კუთვნილი ხურდა დამიბრუნა. იქიდან გამოვარჩიე გასაცემი თანხა და ის იყო, მონაზვნისთვის უნდა მიმეცა, რომ მოვიხედე, ჩემ გვერდით აღარავინ იდგა. მივიხედ-მოვიხედე, ჯერ წინ გავვარდი, მერე უკან, თან აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. თვალსა და ხელს შუა გამიქრა მონაზონი.
უხალისოდ დავადექი სახლის გზას.
„ნეტავ არ მეკითხა, მონასტრის ადგილ-მდებარეობა“ – ვფიქრობდი ჩემთვის. „მაგრამ მე ხომ უამრავი ნაცნობ-მეგობარი მყავს მონასტერში და უბრალოდ, დავინტერესდი, სხვა ხომ არაფერი“…
„მოიცა… მოიცა…“
„აუ, არ არსებობს!“ – ვთქვი და იქვე ჩამოვჯექი, სკვერის გრძელ სკამზე.
ჩემი სახლი, სადაც გავიზარდე, ლესელიძეზე ( სიონის ეკლესიასთან ახლოს) ეკლესიური ადამიანების – მრევლის, მგალობლების, სტიქაროსნების თავშეყრის ადგილად იქცა. შემოვუსხდებოდით მაგიდას, ვსვამდით ჩაის, ყავას და ვსაუბრობდით თეოლოგიაზე, სამშობლოს თემა ხომ მთლად აქტუალური იყო მაშინ .
ერთი იყო მხოლოდ, არამრევლი, ყველაზე ანცი და თავნება გოგო, არაეკლესიური მეგობარი. უყვარდა ჩემთან მოსვლა. მოუკიდებდა სიგარეტს და ყურადღებით უსმენდა ყველას, თვითონაც სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული.
ხანდახან ეკლესიაში ჩამომაკითხავდა (მაშინ ვგალობდი სიონში), გამოდი, რა, ავიდეთ შენთან, ვიღაც გავიცანი და უნდა მოგიყვეო. დამაცადე, გოგო, ორი კვერექსი დარჩა და გამოვალ-მეთქი, ვეტყოდი. ეკლესიაში კი არ მიცდიდა, გარეთ გადიოდა და ეზოში მელოდებოდა
ერთხელ, ერთ ზაფხულს, ქალაქგარეთ, მონასტეში გაყვა მეგობრებს. ცოტა ნასვამი იყო და ამიტომ ჩაუჯდა მანქანაში, თორემ რა უნდოდა იმ სიშორეზე, თანაც მონასტერში
იქაურ ბერს აუხირდა, გალაკტიონის ლექსებს უკითხავდა. ამაზე უკეთესი რა შექმნეს თქვენმა წმინდა მამებმაო (ამ თემას აღარ გავაგრძელებ, საინტერესო კია ბერის პასუხი ? )
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთხელაც, ისევ მრევლის თავყრილობის დროს, ამოდის ჩემთან, სერიოზული სახით ჯდება მაგიდასთან და ყურში მიჩურჩულებს: „ნინ, მონასტერში უნდა წავიდე… მონაზვნად უნდა აღვიკვეცო“.
ისე გადავიხარხარე, ყველა გაისუსა და ასეთი რა გითხრა, ჩვენც გაგვაცინეო, მთხოვეს. თვალით მანიშნა მომავალმა მონაზონმა, არაფერი თქვაო. ისედაც არ ვაპირებდი, ყველას სასაცილოდ ხომ არ გავიმეტებდი მეგობარს.
მაგრამ წავიდა. მართლა წავიდა. მთელი წელი ველოდებოდი მის მობრუნებას, მაგრამ აღარ მობრუნებულა, თუმცა მონაზვნის კაბით შემოსილს ბევრჯერ ამოუვლია ჩემთან. ერთხელ დოლიძეზეც ამომაკითხა, ახალი გათხოვილი რომ ვიყავი. მიყვებოდა მონასტრის ამბებს. მერე აღარ მინახავს, 30 წელი გავიდა, თითქმის.
ჩემი ანცი მეგობარი ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი მონაზონი (ბევრი რამ გაყიდა თავისი სახლიდან, უმწეოებს რომ დახმარებოდა), ჭკვიანი და გულმხურვალე მლოცველი დადგა.
დიახ, ის იყო. ის იყო, კი, ცოტა ხანშიშესული, თვალთან მზის სხივებივით გასჩენოდა წვრილი ნაოჭები, ისევ ძველებურ სითბოს ასხივებდა თვალებიდან.
როგორ ვერ მივხვდი, ღმერთო!
ახლა ხუთი რამ დავუწესე ჩემს თავს:
პირველი – დავრწმუნდე ზუსტად, ის იყო თუ არა.
მეორე – გავიგო, რომელ მონასტერშია.
მესამე – წავიდე და შევწირო მონასტერს თანხა.
მეოთხე – მივტყიპო ჩემი ძველი მეგობარი და თან ვუთხრა: გოგო, შენ ხომ არ გაგიჟდი, სად გაიქეცი, რომ გაიქეცი. მე ისევ ის ვარ, ვისგანაც არასდროს გარბოდი და შენც ის ხარ, ყველასთვის ყველაფერი რომ გემეტება.
მეხუთე – მოვინანიო ცოდვა მონაზვნის მიტყეპისთვის.”
თეგები: ნინო მესხორაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved