• რეკლამა
  • კონტაქტი
23:04, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დეტალურად აღწერდა როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა” – დედ-მამის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის საქმე

ალია ავტორი - ალია
13:17 11-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
756

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა.

ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული ჩანაწერში აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო.

„დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 5 500 ლარი გადავირიცხე… დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, მიჩიჩინებდა…“, – აცხადებს ჩანაწერში ბრალდებული.

მისივე თქმით, დანაშაული შემთხვევამდე 5-6 დღით ადრე დაგეგმა. ყოფილი პოლიციელის თქმით, მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ, ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა, „ცოტა შეფხიზლებული მოეჩვენა, შეეშინდა და ისიც მოკლა“.

„მამაჩემიც მძინარე იყო, დედაც, დედა ცოტა შეფხიზლებული იყო, შემეშინდა…ვერ იტანდნენ ჩემი დები მამას, დედაჩემთან ჩხუბობდნენ რაღაცებზე“, – აცხადებს ბეროზაშვილი.

ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას ბენზინი არ ჰქონია, სახლში კი გაზი გაუშვა და ქაღალდებით გააჩინა ცეცხლი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კითხვაზე, თუ რას აპირებდა ის მკვლელობის შემდეგ, ბეროზაშვილმა უპასუხა, რომ „ჩაცხრებოდა ეს ამბავი და ცხოვრებას გააგრძელებდა“.

მოწმის სახით დაიკითხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი. მისი განცხადებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე დანაშაული დეტალურად აღიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით მურადაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“მას გავესაუბრე, დეტალებს ამბობდა კონკრეტული დანაშაულის შესახებ. პატაკით მივმართე ხელმძღვანელს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელებულიყო ჩემი მონაწილეობით, რათა ეს ინფორმაცია დაფიქსირებულიყო. ის უარზე იყო მოწმის სახით ჩვენება მიეცა. განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მას გავესაუბრე, დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რაც შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ჩაწერილია. დეტალურად აღწერდა ყველაფერს, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა და როგორ ცდილობდა ალიბის შექმნას”, – განაცხადა მურადაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, 27 აპრილს ვაზისუბანში 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved