• რეკლამა
  • კონტაქტი
07:28, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნიკას ებრძვიან, რადგან სიმართლეს ამბობს…“ – ანზორ მელია

ალია ავტორი - ალია
12:28 11-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია „აცხადებს, რომ ოპოზიციაში პოლიტიკოსთა უმრავლესობა მოსყიდულია. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი მელიას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს, რადგან ის სიმართლის მხარეს დგას. ამის შესახებ ანზორ მელიამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განცხადა.

– ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს პრემიერ-მინისტრის დასახელებისთვის კი არა, არამედ ამ მთავრობის გაშვების მიზნით, ამისთვის იქნება თუ არა პარლამენტიდან გამოსვლა საჭირო, თავად უნდა გადაწყვიტონ, შეიკრიბონ და ერთად დადგნენ, მაგრამ ოპოზიციაში ძალიან ბევრს ვხედავ, რომ მოსყიდულები არიან. თუ ვისზე მაქვს საუბარი, ამას ჯერ არ ვიტყვი.

– რატომ ფიქრობთ, რომ ოპოზიციაში ბევრი პოლიტიკოსი მოსყიდულია?

– ნიკას ებრძვიან, ნიკას რაც აქვს, ყველაფერი ჩემით აქვს. მისი შეძენილი მე არაფერი მინახავს, გარდა ბავშვისა და ცოლისა. ნიკას ლანძღავენ უკანასკნელი სიტყვებით, რომ ივანიშვილის კაცია და ა.შ. რა ივანიშვილის კაცია? კაცი სიმართლეს ამბობს და ამის გამო ებრძვიან. ნიკა ძლიერი და სუფთაა, ის ერთგულია მიშა სააკაშვილის და ეს არ აწყობთ.

ერთს გეტყვით, თაკო ჩარკვიანის მამასთან თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მეგობრობა მაკავშირებდა, თაკო ჩემს თვალწინ გაიზარდა. შეიძლება, ამ ქალმა საკუთარი მამის მეგობარზე, საკუთარი მამის ოჯახის მეგობრის შვილზე ასეთი სიტყვებით ილაპარაკოს? ხომ იცის, რომ ნიკას ერთი კაპიკი არსად არა აქვს გაკეთებული.

– ოპოზიციაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს. შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია?

– ეს იქნება ღალატი. ნიკამ ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს. მიშა სააკაშვილი რომ გამოვა ციხიდან, პარტია მერე შეიძლება, დატოვოს.

– ამბობთ, რომ ნიკა მელია პარტიას მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში დატოვებს?

– დაელაპარაკოს მიშა სააკაშვილს და გადაწყვეტენ ყველაფერს. ახლა პარტიის დატოვება სააკაშვილის ღალატი იქნება. ის არის ჩემსავით შემტევი, მეორე ანზორ მელიაა, მაგრამ უფრო ჭკვიანი. ნიკას მსგავსი სუფთა პოლიტიკოსი თითებზეა ჩამოსათვლელი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ ყველა ლიდერი ნიკას გვერდით დგას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved