• რეკლამა
  • კონტაქტი
20:53, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არადა, ეს ყალბი ბრავადა უკვე არაერთხელ ჩავარდა სამარცხვინოდ არჩევნებზე” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
17:15 11-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
263
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:
ორი თვის წინ, 2022 წლის აგვისტოში, ამერიკულმა Pew Center-მა (არაპარტიული, აპოლიტიკური, კვლევათა ცენტრი, რომელიც შეისწავლის სოციალურ, დემოგრაფიულ, სახალხო მოსაზრებების პოპულარულ მიმდინარეობებს – „ტრენდებს“) გამოაქვეყნა 15 კომპონენტიანი სია იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ ამერიკელი ამომრჩევლების მთავარ პრობლემებს ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ. სია ასე გამოიყურებოდა: 1. ეკონომიკა; 2. იარაღის ფლობა, ე.წ. მეორე შესწორების საკითხები; 3. კრიმინალი; 3. ჯანდაცვა; 4. არჩევნებზე ხმის მიცემის წესები; 5. განათლება; 6. უზენაესი სასამართლო; 7. აბორტები; 8. ენერგეტიკული პოლიტიკა; 9. იმიგრაცია; 10. საგარეო პოლიტიკა; 11. გაბერილი სახელმწიფო სტრუქტურები; 12. კლიმატის ცვლილებები; 13. რასიზმი;
14. ეთნიკური პრობლემები; 15. კორონავირუსი.
ეს არის ის საკითხები, რომლებიც აღელვებს საშუალო-სტატისტიკურ ამერიკელ ამომრჩეველს და რომელთა გადაწყვეტის გეგმებსაც წარადგენენ მათ წინაშე ამერიკელი პოლიტიკოსები. პრიორიტეტების სიის პირველი საკითხი – ეკონომიკა, წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური არჩევანის მთავარ საკითხსაც.
ამ სიის გააზრება საჭიროა იმისათვის, რომ დაახლოებით წარმოდგენა გვქონდეს, რა მიმართულებით განვითარდება ამერიკული და ბრიტანული საგარეო პოლიტიკა, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ მსოფლიოს მთავარი პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებებსაც.
საინტერესო იქნებოდა ანალოგიური სია შემდგარიყო საქართველოშიც, რათა პოლიტიკოსებს გაეაზრებინათ ქართული საზოგადოების პრიორიტეტები. ამის გარეშე შეუძლებელია ამომრჩევლებთან მუშაობა.
ერთი შეხედვით, ამერიკული პრიორიტეტების სია კომიკურიცაა, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის როლსა და ადგილს პლანეტის ცხოვრებაში; მაგრამ სია კარგად აჩვენებს, რომ საშუალო-სტატისტიკური ამერიკელი ამ როლს ვერ აცნობიერებს და არც აინტერესებს. რამდენად გონივრულია ეს, სამართლიანი და ა.შ., ამაზე ჰიპოთეტური მსჯელობა პრაგმატული ჭრილიდან სრული უაზრობაა. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს არაფერი შეცვლის. როგორც ხედავთ, ამერიკელ ამომრჩეველს სრულიად არ აინტერესებს სლოგანი-„პაკეტი“- „ამერიკა მსოფლიო დემოკრატიის ჩირაღდანია“, აქედან გამომდინარე ყველა ვალდებულებითა და პასუხისმგებლობით.
ისინი ამ „პაკეტს“ ზუსტად ისეთივე გულმოდგინებით „ხსნიან“ და ათვალიერებენ, როგორც საშობაო საჩუქრებს.
-ჩვენ გვინდა ევროპა!- ეს ზოგადი ლოზუნგი-მოწოდება ძალიან ბუნდოვანია საშუალო-სტატისტიკური ქართველისათვის, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები შეეცადნენ ამ ჭრილიდან აეხსნათ მათთვის ევროპასთან დაახლოების სიკეთეები. თანაც, თუ ყველა საჭირბოროტო საკითხს, იქნება ეს ეკონომიკა, განათლება, ემიგრაცია და ა.შ., ერთ პაკეტში შევკრებთ და ამ პაკეტს „ევროპისაკენ სწრაფვას“ ვუწოდებთ, მისი დისკრედიტაციაც ადვილი ხდება. მაგალითად, ბრმადმორწმუნე მრევლისათვის ცნება „ევროპა“ ავტომატურად ნიშნავს გარყვნილებას და ანტირელიგიურობას. შესაბამისად, ისინი ასევე ბრმად, მაგრამ მტკიცედ ეწინააღმდეგებიან მთელ „პაკეტს“ ისე, რომ არც კი ცდილობენ მის „გახსნას და შიგ ჩახედვას“.
ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ „პაკეტის“ ირგვლივ მოინდომეს ამომრჩევლების გაერთიანება. „ოცნებამ“ ძალიან მალე „აახია“ ე.წ. „პრო-დასავლურობის“ ტრენდი ენმ-ს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ხალხი ხედავს, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ძველებურად დაიარებიან საქართველოში; გამუდმებით საუბრობენ მჭიდრო პარტნიორობაზე; გულუხვად ჩამოაქვთ ნაირნაირი ფინანსური პაკეტები და თანამშრომლობენ სამთავრობო სტრუქტურებთან. რა უნდა შესთავაზოს ამაზე მეტი და განსხვავებული ოპოზიციამ? რატომ არ არის „ოცნება“ პრო-დასავლური?
ასე დაკარგა ოპოზიციურმა სპექტრმა მთავარი ნიშა, ფუნქცია, დანიშნულება.
ახალი ტრენდი, რომელიც ოპოზიციამ ამჟამად აირჩია, ექსკლუზიურად უკრაინის მხარდაჭერაზე გადის. უკრაინის საკითხი ისევ შეიფუთა ერთ „პაკეტად“. „ოცნებამ“ თავისი გამჭრიახი სტრატეგიის მეშვეობით უცებ აქცია ეს პაკეტი რუსეთთან დაპირისპირების ტრენდად და მომენტალურად გაანეიტრალა ოპოზიციური სპექტრის მორიგი ფაფხური. ცხადია, უკრაინის მხარდასაჭერი „პაკეტი“ მოიცავს საქართველოს პოლიტიკურ თავისუფლებასაც, ახალ მძლავრ პოტენციურ პარტნიორობასა და მეგობრობას, ახალ ეკონომიკურ კავშირებსა და პრიორიტეტებს; მთავარი მტერის განეიტრალებას და ა.შ., მაგრამ აქვს კი საშუალო-სტატისტიკურ ქართველს ამ „პაკეტის“ შიგთავსში ჩახედვისა და გარკვევის თავი და ინტელექტი?
ინტელექტუალურობაზე ხაზგასმა საწყენი არ არის; როგორც ხედავთ, საშუალო-სტატისტიკური ამერიკელის ინტელექტიც არაფრით აღემატება ქართულს.
რამდენადაც კომიკურად არ უნდა მოგვეჩვენოს, „ოცნებისაგან“ ე.წ. „განდგომილების ფრაქციის“ შექმნაც კი საკმაოდ ორიგინალური იდეაა და იმაზე ეფექტური, ვიდრე გვგონია; მითუმეტეს, არავინ იცის რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები ახლო საზღვარგარეთში. ომი მართლაც არავის სურს და ომის ყველას ეშინია.
თითქოს ალოგიკურია, მაგრამ ასევე თვალსაჩინოა ტრენდი, რომელიც ქართული ოპოზიციური სპექტრის შედარებით ინტელექტუალურ სპექტრს აქვს არჩეული.
-არ არის საჭირო გულახდილად საუბარი; არ გვინდა მოვისმინოთ სიმართლე, თუ ეს დემორალიზაციას გამოიწვევს-. ამ ტრენდით ისინი აჩუმებენ და ერთგვარ მძევლებად აქცევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სიტუაციის რეალისტურ ანალიზს. არადა, ეს ყალბი ბრავადა უკვე არაერთხელ ჩავარდა სამარცხვინოდ არჩევნებზეც და არჩევნების მიღმაც. ბუნებრივია, როდესაც არ გაქვს რეალური სურათი, მაშინ ჰოლოგრამის ლანდებში გიწევს ბორიალი.
შესაბამისად, ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი და მათი ამომრჩევლები ერთმანეთის მძევლები არიან; ერთმანეთის ეშინიათ. შიში გამორიცხავს გულახდილობას და გულწრფელობას. ასე იქმნება მუდმივი ყალბი რეალობა, რომელიც ჩაკეტილი განზომილებაა.
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved