• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 თვეში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის 44 პირი დააკავეს

ალია ავტორი - ალია
10:45 11-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის 44 პირია დაკავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის მეორე კვარტალში – 28, ხოლო მესამე კვარტალში 15 ადამიანი დააკავეს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სისხლის სამართლის 2231 მუხლით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას, „კანონიერ ქურდობას“ გულისხმობს, 5 პირია დაკავებული, მუხლი 2233 – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით – 5 პირი, ხოლო მუხლი 2234 – „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღების ბრალდებით – 5.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებს, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 2231 – „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 13 პირი იყო დაკავებული, მუხლი 2233 – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით 6 პირი, ხოლო მუხლი 2234 – „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღების ბრალდებით – 10.

სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, უწყების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით, რაც „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას გულისხმობს, არცერთი პირი არ დაუკავებიათ.

ასევე 2022 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის არცერთი პირი დაკავებული არ იყო.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის ჯამში 79 პირი იყო დაკავებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved