• რეკლამა
  • კონტაქტი
19:21, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გარწმუნებთ, ბევრის თავი გაიჭყლიტება ამ გამოძიების ფარგლებში” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
03:41 11-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,805

,,პატროტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი:

,,?არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოში თავად ჩამოყალიბდა კლანად, რომელიც ძალიან მარტივად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მიკერძოებულად და უპასუხისმგებლოდ ადანაშაულებს არასასურველ პოლიტიკოსს, პარტიას, მედიას, ჟურნალისტს რუსულ დაფინანასებაში.

? ეს ის ხალხია, ვინც თვითონ უცხო ქვეყნის დაფინანსებულია და არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვით, არამედ წლებია ნაცმოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების დაცვა- გათეთრებითაა დაკავებული.

? ისინი თავს უფლებას აძლევენ “დოკუმენტი” უწოდონ სრულიად ყალბ ფურცელს, ცხრილს, ნახატს, რომლის დახაზვა და გავრცელებაც ინტერნეტში მეორე კლასის მოსწავლესაც კი შეუძლია.

? ისინი თავს უფლებას აძლევენ, რომ “ჟურნალისტური გამოძიება” უწოდონ ამ ყალბ ცხრილს და არ აინტერესებთ, რა წერია გამავრცელებლის წესდებაში- ჩვენ ფაქტებს არ ვამოწმებთ. ვავრცელებთ, რასაც გვინდა! ანუ ვავრცელებთ ნებისმიერ ტყუილს და სისულელეს!

? აი, ეს ცხრილია, თურმე, “დოკუმენტი” საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურისთვის.

? სამაგიეროდ, იგივე ეკა გიგაურისთვის პარტია “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას რუსული დაფინანსება, რაც ნამდვილად დოკუმენტურადაა დადასტურებული და თავადაც არ უარყოფს ამას, ხოშტარიას ოჯახის პირადი დაფინანსება ყოფილა და მეტი არაფერი. “პირადი დაფინანსება” კარგად აპრობირებული ხერხი რომაა ნამდვილი აგენტურის დასაფინანსებლად, ეს ეკა გიგაურმა ვითომ არ იცის. აბა, ცხრილს ვინ ადგენს და მითიური სუვენირების ხარჯთაღრიცხვას ვინ წერს ფურცელზე, რომელი იდიოტი?! ურიცხავენ მამას, იღებს შვილი და იყენებს პოლიტიკური საქმიანობისთვის. აი, ეს დოკუმენტური მტკიცებულება, თურმე, არაფერია. დედაჩემს კი, წლების მანძილზე ჰონორარი რომ ჩარიცხვოდა მოსკოვიდან, ცოცხლად დამწვავდნენ პარლამენტის წინ.

? გამოძიებას ვითხოვო,- ბრძანა ეკა გიგაურმა.

? გამოძიებას ახლა მე ვითხოვ, ყველა იმ პირისა და ორგანიზაციის მიმართ, ვინც ჩართული იყო და არის ჩემს მიმართ და ჩვენი პარტიის მიმართ ორგანიზებულ, დანაშაულებრივ, შავ პიარ- კამპანიაში! ვინ აფინანსებს ამ ჯგუფებს, რომელი ლობისტებისა და დონორებისგან მოდის ეს დაფინანსება, რა პოლიტიკური ინტერესები იკვეთება? რა არის მათი მოტივაცია? აი, ამაზე ვითხოვ გამოძიებას!!! და გარწმუნებთ, ბევრის თავი გაიჭყლიტება ამ გამოძიების ფარგლებში.”

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved