• რეკლამა
  • კონტაქტი
12:18, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე რომ იქ ვყოფილიყავი, იქნება არ მომხდარიყოო… სულ ეს აწუხებდა…“ – რას წერს იაგო ფრანგიშვილი?

ალია ავტორი - ალია
15:17 10-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,462
გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
„ბოლოს 20 აგვისტოს ვნახე პირადად, 2021 წლის 20 აგვისტოს….
მეუღლე საქართველოში იყო და ის კი ჰამბურგში…
ბავშვი საქართველოში ჯანდაცვის არაადამიანურ სისტემას შეეწირა წინა დღეს და მეორე დღეს საქართველოში მიდიოდა…
მე რომ იქ ვყოფილიყავი, იქნება არ მომხდარიყოო… სულ ეს აწუხებდა….
ამიტომაც განსაკუთრებული სიძლიერით ჰქონდა გრძნობა ,,მე რომ იქ ვიქნები, ყველაფერი კარგად იქნება…,,ამიტომაც მოვიდა შვილმკვდარი მამა ჰამბურგში ,,მომავლის შეხვედრაზე,, მიშა მიშასთან….
ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ,,მე რომ იქ ვიყო,, ,,მე რომ იქ ვიქნები,, აი ასე და ისე ,,არ მოხდება,, ამას დიდი თვითდაჯერება და დიდი ოპტიმიზმი, მომავლის დიდი იმედის ქონა ესაჭიროება
და ეს ნაღდად ჰქონდა
არა, უშიშარი კიარ იყო, კი იცინოდა და იცნობდა თავის დემონებს, პირადულსაც და სამშობლოს დემონებს, კარგად იცნობდა…
ამ დემონებში გამოიარა უსაშინლესი გზა, უსაშინლესი პირადი ჯოჯოხეთი ,,ერთად სახლში,, პოლიტიკური მოძრაობის თავიდანვე ერთერთი ლიდერის როლში და მერე კი მარტომ…
ყველანაერი დემონიზაცია იწვნია საკუთარ ტყავზე და მაინც სჯეროდა იმ მომავლის, რომ
უცხოელი ქართველები გადაარჩენდნენ საქართველოს ერთად თუ საკუთარ სახლში დავბრუნდებით, აი ისე, შობა ახალ წელს რომ ვიკრიბებით ოჯახის წევრობა…
გადავარჩენთ საქართველოს, გვაქვს ამის უნარიც, ძალაც, სულიერი, ფიზიკური და მატერიალური შესაძლებლობა…
აი ეს იცოდა და ამიტომ არ ეშინოდა დემონების…
სულ ბოლოს 2021 წლის სექტემბრის 30ში ვესაუბრე, მე თურქეთის გზას ვადექი, უპასპორტოდ,
ის კი უნგრეთში ,,გაჭედეს,, პასპორტის გამო… არადა, მეც ერთი კვირა ბუდაპეშტში თურქეთისაკენ და მერე საქართველოსაკენ სავალ გზებს ვალაგებდი…
გვიან მოეცა მოწერის საშუალება, თუარა ნაღდად ვნახავდი ….
საქართველოსაკენ მიდიოდა ,,მე რომ იქ ვიქნები, არაფერი მოხდებაო,, მითხრა და მაშინ ძალიან მეუცხოვა მისი სიტყვები…
მას კი ასე სჯეროდა, დემონებს მარტო ვერ დაამარცხებ
დემონებს ადვილად დაამარცხებ, თუკი გვერდით მდგომები გყავს…
უშიშრები კიარა, გმირები კიარა,
არამედ ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ყველანაერი დემონი სუსტზე სუსტია და უკვე დამარცხებულია უკომპრომისო, ფასეულობათა მიმართ უკომპრომისო მებრძოლი ხალხის წინააღმდეგ…
ამაში დარწმუნებული იყო…
და როცა მერე, უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებში არ უპასუხა მესიჯებს, უკვე ვიცოდი, რომ აღარ ჰქონდა არავისი იმედი…
უკვე იცოდა, რომ საქართველოში ეს ერთობა არ იყო…
მისი ყველაზე დიდი დემონი საქართველოს რეალობა გახდა…
უძლეველი დემონი…
და მე ამას მის სიჩუმეში, მის დუმილში, საქართველოში მის სასოწარკვეთილ აქციებში და აქტივობებში აშკარად ვხედავდი…
ამიტომაც, საერთოდ არ გამკვირვებია, რომ ჩაიცვა საველე ფორმა, აიღო ხელში კალაშნიკოვი და წავიდა უკრაინის ომში…
საქართველოში უკვე წაგებული ომიდან, დემონური საქართველოს რეალობიდან წავიდა იმ ომში, რომელშიც გამარჯვების ნაღდად ვიცი რომ სჯეროდა, გაცილებით უფრო სჯეროდა, ვიდრე გვჯერა რომ ვარსებობთ, ვიდრე გვჯერა რომ მტრის ტყვია კლავს…
,,მიშა კაპლანი უკრაინაში მოკლესო,, მესმის გუშინდელი საღამოს მერე და დარწმუნებული ვარ, ნაღდად ვიცი რომ ასე არაა მიშა კაპლანი უკრაინაში საბრძოლველად სიცოცხლისათვის წავიდა, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად წავიდა და ამიტომაც ვარ დარწმუნებული რომ მან ეს სიცოცხლე იქ იპოვა…
გარდაცვალება სიცოცხლისათვის, ეს ადამიანის ერთადერთი რწმენაცაა, მომავლის იმედიცაა და ნუგეშიცაა…
ამ დედამიწიდან და იმ სიცოცხლიდან, რასაც უმეტესად სიცოცხლეს ვუწოდებთ, იქნება და მართლა წავიდა მიშა კაპლანი იქნება და არა…
მთავარი კი ისაა რომ სულერთია, ჩვენ მიშას ვნახავთ უკრაინიდან საქართველოში თუ გერმანიაში უკან დაბრუნებულს, ამას არააქვს მნიშვნელობა მან ახალი სიცოცხლე უკვე მიიღო, მან ახალი ნათლობა და ახალი მირონი ახალი ცხოვრება უკვე მიიღო
ძალიან გამიხარდება, თუკი ის ფიზიკურად ჩვენს გვერდით იქნება და ის, რაც გუშინ საღამოს მერე მესმის, უბრალო ,,უზუსტობა,, აღმოჩნდება….
ის, რომ უკრაინის ომიდან ,,ძველი,, მიშა კაპლანი დაგვიბრუნდებოდა, არასოდეს ფიქრადაც კი არ მომსვლია
,,ძველი,, მიშა კაპლანი მან თავად მიაბარა წარსულს უკრაინაში წასვლით….“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved