• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილისთვის უპირველესი სამშობლო და ხალხია” – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
19:55 10-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,481

პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი წერს :

“ევროსაბჭომ მიხეილ სააკაშვილი აღიარა მკვლელი და ჯალათი პუტინის პირად მტრად და პოლიტპატიმრად, მოითხოვსცმის სასწრაფო განთავისუფლებას და ეს ჩაიწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში ოფიციალურად‼️
ქოცპუტინისტებს არ ესმით ევროპის ხმა თუ თავს ისულელებენ⁉️
მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს ფაქტია და წერტილი‼️
მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე წარმატებული ლიდერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში‼️
ისეთი წინსვლა, უდიდესი რეფორმები, რაც მან ჩაატარა არავის გაუკეთებია‼️
ისიც ფაქტია, რომ მსოფლიო მაშტაბის ასეთი პოლიტიკური წონის, ცნობადობის, გავლენების , პატივისცემის მქონე პოლიტიკოსი არ ყავს საქართელოს‼️
სააკაშვილისთვის უპირველესი სამშობლო და ხალხია, ის არის მკვეთრად პროდასავლელი პოლიტიკოსი, სამშობლოს უდიდესი პატრიოტი, რომელიც მზადაა ყოველთვის თავიც კი გაწიროს სამშობლოსთვის და საკუთარი ხალხისთვის‼️
სააკაშვილმა პირველმა ისტორიაში დემოკრატიული გზით გადააბარა ხელისუფლება არჩევნებში წაგების შემდეგ‼️
მან ვაჟაცურად აღიარა ყველა შეცდომა და არასდროს გაიმეორებს იგივეს‼️
ბევრს ვერ გაუგია რაშია სააკაშვილის ფენომენი და რატომ უყვარს და ემხრობა მას ხალხი ⁉️
პასუხი მარტივია:
მიხეილ სააკაშვილს არასდროს მოუტყუებია მომხრეები‼️
დაპირდა რომ იბრძოლებდა კორუფციასთან , კრიმინალთან, ნარკომანიასთან, ბანდიტიზმთან, სიდუხჭირესთან, ჩაატარებდა დიდ რეფორმებს, ქვეყანას ამოიყვანდა სიბნელისგან, უბედურებისგან და სიდუხჭირისგან, დააყენებდა დასავლურ , ბედნიერ და ნათელ გზაზე და ყველაფერი შეასრულა‼️
იყო შეცდომებიც და დღეს ამას ყველაზე კარგად ხედავს და აცნობიერებს თავად‼️
ხალხმა იცის, რომ სააკაშვილი დღეს რომ გარეთ იყოს თავისუფლებაზე, ბოლომდე დაიცავდა თითოეული ამომრჩევლის ხმას, როგორც ოპოზიციის ლიდერი დაიცავდა ნებისმიერ პოლიტპატიმარს , მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, სიმპატია და ანტიპატიისა, არ შეეგუებოდა არც არჩევნების მოპარვას, არც ამ არალეგიტიმურ პარლამენტს, არც საქართველოს პუტინისთვის გადაბარებას და ამ ქოცპუტინისტებს და სამშობლოს მოღალატეებს ხელისუფლებაში, ვერ მოითმენდა ევროპული მომავლის დაკარგვას, ხალხის გაუბედურებას და დღე და ღამე ქუჩას ააგუგუნებდა, იბრძოლებდა კანონიერად, სამართლიანად ბოლო ამოსუნთქვანდე‼️
მან კარგად იცოდა რაც ელოდა საქართველოში ამ პუტინის გოშია ივანიშვილისგან, მაგრამ იმასაც ხედავდა ხალხში მუხტი იყო დავარდნილი, ხვდებოდა მისი ჩამოსვლა აუცილებელი იყო და გაწირა თავი, ჩამოვიდა, ოპოზიციამ რეალურად არჩევნებიც მოიგო, ხალხში მუხტი უმაღლესად აიწია , მაგრამ ოპოზიციამ ვერ ან არ შეძლო ამ ხმების და მოგებული არჩევნების დაცვა‼️
მიშა კი მოღალატე ნაბიჭვრის გამო უკვე ციხეში იჯდა‼️
სწორედ სააკაშვილია დღეს წინააღმდეგი ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობისა, რადგანაც კარგად ხვდება, ყველა შეცდომა და დანაშაული მოდის აქედან‼️
ამიტომაც სწორედ მიშა ითხოვდა და ითხოვს მთელი ოპოზიცის ერთად დადგომას, საკუთარი ამბიციების გვერდით გადადებას სამშობლოს გადასარჩენად, თავდადებულ ბრძოლას სასწრაფოდ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების ერთად ერთი სწორი გზაა მრავალპარტიული პროდასავლური პარლამენტი და კოალიციური მთავრობა‼️
სწორედ ასეთი ძლიერ და გაუტეხავი პოლიტიკოსი და უდიდესი ფიგურა რომ არის, იმიტომაც ემტერება მას პუტინიც, ივანიშვილიც და ქოცპუტინისტებიც, ყველა ნაგავი, კორუფციონერი, კრიმინალი, დამნაშავე –რადგან ასეთი კაცი მათ აშინებთ , მათი დაუძინებელი მტერია და მათ წინააღმდეგ უკომპრომისო მებრძოლია ‼️
ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მიშას‼️
არ გაბოროტდა;
არ გატყდა;
არ უღალატა პრინციპებს;
არ ლანძღა თანამებრძოლები;
აქვს მომავლის ნათელი ხედვა;
აქვს სტრატეგია ათწლეულებზე გათვლილი;
აქვს ზუსტი პოლიტიკური ალღო;
სიცოცხლეზე მეტად უყვარს თავისი ქვეყანა.
მიუხედავად ყველაფრისა მიმნდობია, ცდილობს ადამიანებში კარგის დანახვას, ძალიან გონიერია და მაინც ცოტათი გულუბრყვილო…
ის არ შეიცვლება, ის ვერ შეიცვლება. ის მიხეილ სააკაშვილია.
სააკაშვილი ყოველთვის იყო და დღესაც არის პროქართველი,პროდასავლელი და თავგანწირულად ებრძოდა ოკუპანტ და მკვლელ პუტინს და მის ჯალათებს‼️
მიხეილ სააკაშვილი საქართველოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული და დიდი პატრიოტია, რომელიც მზადაა ნებისმიერ წუთს თავი შეწიროს სამშობლოს‼️
როგორც იცით ჩვენი ჯგუფი და მისი ფეისბუქგვერდია Poti Nateli Momavlit‼️
ყველაფერი ძემოთაღნიშნულიდან გამომდინარე,ადრე,თუ ჩვენი ჯგუფის 40% იყო სააკაშვილის მხარდამჭერი დღეს 70% ზე მეტია ეს მომხრეებია‼️
დარჩენილი 30% სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს‼️“
თეგები: თაკო ჩარკვიანიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved