• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სავარაუდოდ, ეს ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათთან დაახლოებული პირების გაკეთებულია“ – ლაშა ჩხარტიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:24 10-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
782

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.

– წალენჯიხის  ერთადერთ ოპოზიციონერ  მერს, გია ხარჩილავას მანქანა დაუწვეს და დიდი ალბათობით,  პოლიტიკური მოტივით. ახლა რას უნდა ველოდოთ?  ოპოზიციის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ტერაქტებსა და  მათ სახლებში ხელყუმბარების შეყრას?

– თავისთავად, ძალიან მძიმე ფაქტია.  90-იანი წლების მერე ასეთი შემთხვევები აღარ ხდებოდა. ამ ფაქტის  დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლებასთან, მათ ბიზნეს-ინტერესებთან არის  დაკავშირებული. გია ხარჩილავას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მებრძოლი და საქმის გამკეთებელი  პოლიტიკოსის იმიჯი აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, წალენჯიხაში ხელისუფლებასთთან შეზრდილ ბიზნეს-ინტერესებს შეეხო, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და მის ქმედებებს ასე უპასუხეს. სამართლიანი  გამოძიების არანაირი იმედი არ მაქვს, რადგან სავარუდოდ, ეს ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათთან დაახლოებული პირების გაკეთებულია. ჩვენ საერთოდ ვცხოვრობთ დაუსჯელი დანაშულის ქვეყანაში და ეს გრძელდება მთელი 30 წლის განმავლობაში. არც კონკრეტული ხელისუფლება სჯის თავის წიაღში არსებულ დამნაშვეებს და არც ხელისუფლების შეცვლის მერე ისჯებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მცირე გამონაკლისის გარდა, რომელიც სალაპარაკოდ არც ღირს. ასეთი ვიგინდარები, რომლებიც კლავენ, აფეთქებენ, არბევენ, როგორც წესი, ყველანი ერთპარტიულ  ხელისუფლებებს ემსახურებიან, გადადიან  ხელიდან ხელში. ჩვენ ვცხოვრობთ სამწუხარო რეალობაში, სადაც უამრავი ადამიანი ეწირება პარტიულ თავგასულობას და დანაშაულებრივი მმართველობის სტილს. ვიდრე  არ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება,  სადაც არც ერთ პარტიას და ბლოკს არ ეყოლება უბრალო უმრავლესობაც კი პარლამენტში, სამართლიან გამოძიებასა და სასამართლოზე ლაპარაკიც კი  წარმოუდგენელია, ისევე, როგორც დაუსჯელობის სინდრომის დასრულებაზე.  30 წელია ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც მორგებულია ერთი კაცის, ერთი პარტიის ნებაზე და ერთ პარტიას თუ ჰყავს ერთი კაცით მეტი პარლამენტში,  უკვე უკონტროლო ძალად იქცევა და ამ ძალას  იყენებენ, არა ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ  პირადი გამდიდრებისთვის, ოპონენტებთან და კონკურენტებთან ანგარიშწორებისთვის და ხანდახან, სამწუხაროდ, ასეთი და უარესი  დანაშულებებისთვის. მადლობა ღმერთს, რომ ამჯერად მსხვერპლი არ იყო. რა იქნება მომავალში, კაცმა არ იცის.

 

თეგები: ლაშა ჩხარტიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved