• რეკლამა
  • კონტაქტი
14:34, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბევრად ნაკლები იქნება“

ალია ავტორი - ალია
19:32 04-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურულის პროგნოზით, აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბევრად ნაკლები იქნება.

COVID-19-ის გავრცელების და მართვის ხედვებთან დაკავშირებით ზურაბ გურულმა “TV პირველის” გადაცემაში “დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად” ისაუბრა.

“შესაძლებელია, ლოგიკური სპეკულაცია გამოვიყენოთ, ვინაიდან ეს კორონავირუსები მიეკუთვნებიან ე.წ რესპირატორული ვირუსების ოჯახს და ეს რესპირატორული ვირუსები გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ზაფხულის ცხელ პერიოდში საერთოდ იკლებს, იმიტომ რომ შესაძლოა, თვითონ ვირუსიც სუსტდებოდეს და გარდა ამისა, ადამიანის ორგანიზმი, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე მეტად დასუსტებული და მოწყვლადია, ზაფხულის პერიოდში კი, დიდი რაოდენობით იღებს მზის სხივებს, ხილს, ბოსტნეულს, საკვების გაუმჯობესება, ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება ხდება – ეს ყველაფერი იწვევს ადამიანის ორგანიზმის უკეთ გაძლიერებას, მომზადებას, თუმცა ვირუსი არსად ქრება.

ჩემი ოპტიმისტური განწყობა ემყარება იმას, რომ თუნდაც ნიუ-იორკში უკვე მიაღწია პიკს (კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ), იტალიაშიც მიაღწია პიკს, გაჩერდა და კლება დაიწყო. ახლა ჩემს შტატს – მისისიპის შტატს ვუყურებ, ასევე, ლუიზიანას, სადაც ნიუ ორლეანში, დაახლოებით, იგივე სიტუაციაა, რაც ნიუ-იორკში და იქაც ნელ-ნელა ბრტყელდება მრუდი, რომელიც დიდი სისწრაფით მიიწევდა მაღლა და მგონია, რომ აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში ეს უკვე კონტროლს დაექვემდებარება, ახალი შემთხვევები ბევრად უფრო ნაკლები იქნება და სადღაც, მაისის ბოლომდე, შესაძლებელი იქნება, მსოფლიომ ნელ-ნელა კარების გაღება და ურთიერთობების, მოგზაურობის აღდგენა დაიწყოს”, – მიიჩნევს პროფესორი ზურაბ გურული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved