• რეკლამა
  • კონტაქტი
08:06, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მერაბიშვილს მერაბიშვილობანა ენატრება, ყველაფერზეა წამსვლელი და სასტარტო სიგნალს ელოდება“

ალია ავტორი - ალია
21:22 10-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,530

გიორგი ჯავახაძე, ალია

 

„ალიას“ „ნაცმოძრაობის“ წევრი, რომელსაც ინკოგნიტოდ სურს დარჩენა, უყვება:

– მიშა რატომ ჩამოვიდა, ვისი იმედი ჰქონდა, ეს ამდენი ხნის მერეც არ ვიცით. თუ მართლაც რევოლუცია უნდოდა, გადმოვიდოდა საზღვარზე, ან ჩამოფრინდებოდა თვითმფრინავით, დახვდებოდა ხალხი, ან დაანონსებდა პარტია აქციას რუსთაველზე და იქ მოვიდოდა. თუმცა, ასე არ გააკეთა, ვვარაუდობ, რომ მოერიდა სისხლისღვრას. რაც შეეხება მისი დაკავების შემდეგ პროცესებს, ზუსტად ვიცი, რომ ნიკა მელიას სააკაშვილის სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ, თუ ის მართლაც უწყვეტ აქციებს დაიწყებდა და ნიკა მელიამ ვერ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. მიშას შეეძლო მიწოლოდა, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, ნიკა მელიას ამის გაკეთება არ შეუძლია. იმ დაპირისპირების უკან, რომელ დაპირისპირებასაც ახლა ვხედავთ „ნაცმოძრაობაში“, ვანო დგას, მერაბიშვილი და ამაზე უკვე ყველა საუბრობს პარტიის შიგნითაც, ამაზე ყველა საუბრობს ვანოს გარდა, ვანო ისეთი გასუსულია, თითქოს მას საერთოდაც არ ეხება, თითქოს მას კი არა, სხვა ვანო მერაბიშვილს ახსენებენ. ცხადია, უკრაინაში ტყუილად არ არის არც ვანო მერაბიშვილი და არც ლევან ვარშალომიძე, რომელიც ასევე არ იღებს ხმას. რაღაცისთვის ემზადებიან. ვანო მერაბიშვილის ასე ხელწამოკვრით ხსენება არ არის სწორი პოზიცია, მას დიდი გავლენა აქვს სამართლდამცველებზე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალოვნების უმრავლესობა, სწორედ მისი დანიშნული და გამოზრდილია თავის დროზე. ის დიდი გავლენებით სარგებლობს იმ ძალოვნებშიც, რომლებიც სისტემას ტოვებენ და ქვეყნიდან მიდიან და ყველაზე მეტი ინფორმაცია ძალოვნების მიერ სისტემის დატოვების შესახებ, სწორედ მას აქვს.

ცალკე აღსანიშნავია კეზერაშვილი, რომელიც დიდ ფინანსებს ხარჯავს ოპოზიციისთვის. კეზერაშვილმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს იშოვა და რა იქნებოდა იმაში უცნაური, მისი პარტია რომ დაეფინანსებინა? არ ეკუთვნოდა იმ პარტიას მისი დაფინანსება, რომელი პარტიის მმართველობის დროს დააგროვა ქონება? თუმცა, მას იმის ამბიცია აქვს, რომ მუსიკა თუ მისია, ცეკვაც თავად უნდა დადგას და სიმღერაც. რა წამსაც რამე არ მოეწონებოდა, მაშინვე გვიწყდებოდა საწვავის ტალონები, მაგალითად, ხომ ელემენტარულია, მაგრამ ორჯერ მოიქცა ასე უკვე და ორჯერვე წინასაარჩევნო პერიოდში. ბევრს არ მიუქცევია ყურადღება, მაგრამ „მთავარი არხიდან“ მიშას ბანერი გაქრა. როგორც ხმები დაირხა, აქაც კეზერაშვილის ხელი ურევია, თუმცა, ვერ ვიტყვი ზუსტად რამდენად სწორია.

ვალერი გელბახიანს ვუსმენდი, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროსთან რომ გაიმართა აქცია, სააკაშვილმა წერილი გამოაგზავნა პარტიაში, დაიშალეთ სასწრაფოდო, ვადასტურებ, წერილი ნამდვილად გამოაგზავნა. მე წერილი არ მინახავს და ჩემი თვალით არ წამიკითხავს იქ რა ეწერა, მაგრამ ფაქტია, სასწრაფოდ დაიშალა აქცია. წერილი რომ გამოაგზავნა, ეს ყველამ ვიცით, აი, იმ წერილში რა წერია – ეს არავინ ვიცით ზუსტად.  მეორე მხრივ, აქციაცაა და აქციაც, თუ ვატარებთ, ეს მართლა მასშტაბური უნდა იყოს. როგორც ჩანს, სააკაშვილი მართლაც გულგატეხილია და დეპრესიაშია, ყველაფერი იმის გამო, რაც ხდება და რაც არ ხდება, ახლა, მართლაც რომ წავიდეს გარიგებაზე ივანიშვილთან და ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, მართლა აღარ გამოიხედოს ქართული პოლიტიკისკენ, აღარ გამიკვირდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყეს მეორე მხარე, რომელიც ოპოზიციის და ნიკა მელიას დასუსტების ფონზე, გაუჩინარებულია და დივიდენდებს იძენს – მერაბიშვილი და მისი მეგობრები, მისი კადრები, მისი პარტნიორები. არც ის გამოვრიცხოთ, რომ მერაბიშვილი ახლა ისეთ ადამიანებთან დაზავდეს, რომლებთანაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაპირისპირებაში იყო. თუმცა, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მერაბიშვილს ყველაზე მეტად საკუთარი თავის რეაბილიტაცია სურს, იმ პირის ნახვა სურს ყველაზე მეტად საკუთარ თავში, ვინც იყო ციხეში ჩაჯდომამდე, ყველაზე მეტად მერაბიშვილს მერაბიშვილობანა ენატრება, იმ ძალაუფლების სუნი უნდა შეიგრძნოს ისევ, რაც ჰქონდა და ამის გამო, ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ ვიღაცის სასტარტო სიგნალს ელოდება. ვინ იქნება ეს ვიღაცა, სააკაშვილი, თუ ვინმე სხვა, მალე გამოჩნდება.

თეგები: დავით კეზერაშვილივანო მერაბიშვილიმიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved