• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რატომ უნდა ჩავთვალო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა მოიგო „ნაცებთან“? მე ვხედავ, რომ „ნაცები“ არიან გამარჯვებულნი“ – გედევან ფოფხაძე

ალია ავტორი - ალია
19:37 10-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი  წევრი, გედევან ფოფხაძე.

– „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლისთავი ზარ-ზეიმით აღნიშნა. აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ 2012 წელს დაამარცხეს ბოროტი და სისხლიანი ძალა, „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობის“ შეფასებაში ვეთანხმები, მაგრამ ვინც ეს ძალა დაამარცხა, ვინც „ნაცებს“ წლები ებრძოდნენ, კაცი აღარ დარჩა „ქართულ ოცნებაში“, ყველანი  წამოხვედით და ხომ ვერ მეტყვით, დარჩენილთაგან ვინ ებრძოდა?

– შენ მაგი თქვი… მე ბორჯომის მაგალითზე გეტყვით, როგორც ბორჯომის ყოფილი მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“. 2012 წელს გავაერთიანეთ ხალხი, დავამარცხეთ „ნაცმოძრაობა“ და ხალხის დამსახურება იყო ეს გამარჯვება მთლიანად. ბორჯომში მე მოვიგე მაჟორიტარული არჩევნები დანარჩენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ხუთ რაიონში მოიგეს „ნაციონალების“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა. დღეს, მაგ რეგიონს, საიდანაც მე ვიყავი დეპუტატი, ,„ქართული ოცნებას“ წარმოადგენს ანტონ ობოლაშვილი, ოთხ რაიონს ერთად – ახალციხეს, ადიგენს, ბორჯომსა და ასპინძას. ის იყო ვანო მერაბიშვილის ყოფილი ხაზინადარი, მისი ბიზნეს-პარტნიორი და ერთ-ერთი დასაყრდენი ამ რეგიონში. 2012 წლის არჩევნებში აქტიურად ეხმარებოდა „ნაცმოძრაობას“. მე მაინტერესებს, რატომ უნდა ჩავთვალო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა მოიგო „ნაცებთან“? მე ვხედავ, „ნაცები“ არიან გამარჯვებულნი – ისინი არიან ყველა თანამდებობაზე, მათ ჰყავთ პოლიტიკური ძალა, ისინი არიან სასამართლოში, პროკურატურაში, ძალოვან სტრუქტურებში, სასამართლოში. ამ და სხვა სტრუქტურებში დატოვეს  საზოგადოებისა და მედიის მიერ დანაშაულში მხილებული ადამიანები და ჩემი აზრით, მათთვის ამ დანაშაულებები დამტკიცება პრობლემა არ იქნებოდა. „ქართულ ოცნებას“ რომ გადახედოთ, ყოფილი „ნაცები“ უკვე სჭარბობენ მათ, ვინც 2012წლამდე „ნაცმოძრაობის“ წევრი, დამფინანსებელი ან აქტიური მხარდამჭერი არ ყოფილა. რეალურად, თვითონ გახდნენ „ნაცები“. ხალხის გამარჯვება მაშინ იქნებოდა, როდესაც ხალხი იქნებოდა ძალაუფლების წყარო, ხოლო „ქართული ოცნება“ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული და ხალხის ნების აღმსრულებელი. რეალურად, მოხდა ფორმალური ცვლილებები, „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის შეუცვლელად გადაიბარა „ნაცების“ მართვის მანკიერი სისტემა და იმ სისტემით მართავს ქვეყანას, რომელსაც ვებრძოდით. ხელისუფლებაში არიან ისევ მჩაგვრელები, ისევ მძარცველები, ბიუჯეტის ვირთხები.. ამიტომ ჩემს თავს გამარჯვებულად ვერ ჩავთვლი და ჩავთვლი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ გამარჯვების სიკეთით ისარგებლებს ქართველი ხალხი.

თეგები: გედევან ფოფხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved