• რეკლამა
  • კონტაქტი
11:13, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უკრაინის ომის გამო „კოზირი“ დაეცათ… ივანიშვილისა და ჩხარტიშვილის შემოსავლები, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გაიზარდა!“ – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:15 10-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
962

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.

– ბატონო შალვა, ყველა გეო-პოლიტიკურ პროექტს მოწყვეტილები ვართ. საქართველო არ განიხილება არსად. ქვეყანას განვითარების პერსპექტივა თითქმის მოუსპეს, მინიმუმამდე დაუყვანეს. ამათი მარტო წასვლა არ არის საკმარისი, პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ იმისთვის, რაც ქვეყანას და ხალხს დამართეს?

– ამათთვის მარტო ხელისუფლებიდან წასვლა, ბაირამობაა, როგორც იტყვიან. ციხეშია შესაყრელი ყველა და უკან უნდა მოიტანონ ის მილიარდები, რომლებიც წაიღეს და მიაქვთ აი, ამ წუთშიც კი. უკრაინის ომის გამო კოზირი დაეცათ და მთელი ჩინეთისა და შუა  აზიის ტვირთები საქართველოს ტერიტორიით გაედინება. ივანიშვილისა და ჩხარტიშვილის შემოსავლები, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გაიზარდა. ეს შემოსავლები ქართველი ხალხისაა, მაგრამ ბიუჯეტში არაფერი შედის. ამათ თავიანთი სახელმწიფოები აქვთ შექმნილი. ხელისუფლების შეცვლის მერე უნდა მოხდეს ამ წურბელების განკულკება, რომელთაც ხალხის ხარჯზე და ხალხის ფულით იშოვნეს უზარმაზარი ქონება. კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს ამათთვის  დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ეს შემდგომი ეტაპი უნდა იყოს. მთავარია, ახლა ხელისუფლებიდან გავყაროთ. ხელისუფლებიდანაც იმიტომ არ უნდათ წასვლა, რომ  იმ მოპარული  ფულისა და ქონების უკან მოტანა არ მოუწიოთ, თორემ ხელისუფლებაში ყოფნა შეიძლება აღარც უნდათ.

– ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია, შიათ, წამლისა და ექიმის ფული არ აქვთ, მაგრამ მაინც უაღრესად, შესაშურად  მშვიდად არიან. ეს ორი შეუსაბამობა ვერ ამიხსნია. რატომ არ გამოდის ეს გაუბედურებული ხალხი გარეთ? რატომ არ იღებენ ხმას? უცხოეთში გაქცევას, შეცვალე ხელისუფლება, მოიყვანე უკეთესი და იცხოვრონ  თავადაც უკეთესად.მართლა ქართული ფენომენია, რომ სოციალური მოთხოვნების გამო ქუჩაში გასვლა სირცხვილია? „უტყდებათ“?

– ეს რამდენად ქართული ფენომენია, არ ვიცი, მაგრამ ხალხს  ენერგია გამოეცალა, ბრძოლის ენერგია აღარ აქვთ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ვიღაცა ჩამოვა იუპიტერიდან, ის დაგვიდგება გვერდით და ჩვენს გასაკეთებელ საქმეს გააკეთებს. თუმცა, არის ენერგიაშემორჩენილი ხალხი, ამ ზაფხულს 120 000 კაცი გამოვიდა და ეს დიდი იმედია. თუმცა, ამ იმედს უნდა ხელისშეწყობა, გაღვივება და მოფრთხილება. თუმცა, გეთანხმებით, რომ ხალხის უმეტესობას, ენერგია, ძალა, რწმენა, იმედი გამოცლილი აქვს.

– ადრე, 20-30 ათასი კაცის გამოყვანა თქვენს პარტიას არ უჭირდა მარტოს, ახლა მთელი ოპოზიცია ერთად 50 000 კაცს ვერ უყრის ხშირად თავს.

– ადრე მიტინგზე გამომსვლელი კონტინგენტი იყო, ჩვენ, „ლეიბორისტები“  შედეგს ვაყენებდით და ხალხი კმაყოფილი რჩებოდა. ერთხელ მიზანს რომ მიაღწევ ბრძოლით, მეორედ და მესამედაც გახვალ საბრძოლველად. ფასიანი გახადეს სკოლებში სწავლა, ვიბრძოლეთ და  უფასო საშუალო განათლებას მივაღწიეთ, ფასიანი სასწრაფო დახმარება უფასო გავხადეთ, კომუნალური გადასახადები რამდენჯერმე არ გავაძვირებინეთ, ტყეები არ გავაყიდინეთ წინა ხელისუფლებებს, ვენახები არ გავაჩეხინეთ, მიწები არ გავაყიდინეთ. ახლა როგორ არის იცით, საქმე? მთელი სახელმწიფო რომ შეისყიდა  ამ არსებამ, ივანიშვილმა, ერთი კაცის ნებაზეა ჩამოკიდებული სასამართლო, მთავრობა და პარლამენტი. ჩვენ ხან სასამართლოში ვიგებდით ამ საქმეებს, ხან მარეგულირებელ კომისიებში და ხან პარლამენტში გაგვქონდა რაღაცა. ახლა რა გვაქვს? სახელმწიფო, ეს მე ვარ – ბიძინა ივანიშვილიო, ასე ამბობს ეს კაცი და ასეც არის. მორჩა, დამთავრებულია. ხალხს აღარ სჯერა შედეგის, რომ გამოვა პროტესტით ქუჩაში და სახლში შედეგით წავა. ეს არის მათი უენერგიობისა და დეპრესიის მიზეზი.

– ბრძოლისუნარიანი ადამიანები გაიქცნენ უცხოეთში, ესეც არის ხალხის უენერგიობის მიზეზი?

– კი, მართალია. მე როდესაც ჩავდივარ ვაშინგტონში, ფილადელფიაში, ნიუ-იორკში, ჩვენი პარტიის აქტივისტები, ყველა აქციაზე რომ დადიოდნენ, ყველგან რომ დაგვყვებოდნენ, იქ მხვდებიან. ევროპაშიც ბევრი ჩვენიანი  შემხვედრია. აი, უბანზე ხმას რომ არ გაყიდდნენ, არ დაუთმობდნენ არაფერს, ვერც დააშინებდი, ბოლომდე იბრძოდნენ და სიმართლე გაჰქონდათ, ეგეთი ხალხი წავიდა უმეტესწილად. აქ დარჩნენ როგორი აქტივისტები? ოპოზიცია, რაც არის, ეგ არის და ხელისუფლების აქტივისტები დარჩნენ, მერიების, გამგეობების.. პოლიცია, სუს-ი, ხელისუფლებასთან შეკრული ბიზნესმენები და კრიმინალიტეტი. ამათია ახლა ეს ქვეყანა. ერთი ბლოკი აქვთ შეკრული სახელისუფლებო პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს, სპეცსამსახურებს და კრიმინალებს, რომ თავად ხელისუფლებაში იყვნენ და და კრიმინალებიც კომფორტულად იყვნენ. ეს ბლოკი განსაკუთრებით არჩევნებისას აქტიურდება. ამათ ხელშია ყველაფერი, ხალხი გათიშულია სახელმწიფოს მართვის პროცესიდან, არჩევანის უფლებიდან და ყველაფრიდან. როგორც ჩანს, უცხოეთში წასული ოჯახის წევრების მიერ გადმორიცხული ფულის გამო, ბევრს აღარ აინტერესებს აქაური სოციალური ამბები, მათ არ აქვთ სოციალური პრობლემები. როგორ დავიჯერო, რომ ხალხი არ გამოვარდეს გარეთ და არ თქვას, რომ მომე პური ჩვენი არსებობისა! ჩვენს პურს ნუ ჭამ! როგორ შეიძლება, ხალხი ასე დაჩლუნგდეს? რაღაც ალტერნატივა აქვთ უცხოეთიდან, თორემ ამათ ხელფასზე, პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა. სოციალური კრიზისის პირველი ნიშანი ის არის, რომ მშენებლობები ჩერდება, ამ დროს გამალებით მიდის მშენებლობები. მერე  კერძო ტრანსპორტს აჩერებს ხალხი და ამ დროს, თბილისი საცობების დედაქალაქი გახდა. მესამე ნიშანია, როდესაც რესტორნები და გასართობი ადგილები ჩერდება, აქ გატენილია რესტორნები და კაფე-ბარები. რაღაცა გვაქვს გასარკვევი, მართლა გვიჭირს თუ არ გვიჭირს. შეიძლება კომუნიზმი დამყარდა და მე ვერ ვიგებ ჩემი ოპოზიციური ჩაბნელებული გონებით. რა ვიცი, რა ვიცი.

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილივანო ჩხარტიშვილიშალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved