• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ სულ მალე შეიძლება მივიღოთ საქართველო რუსებით, ქართველების გარეშე“ – ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:48 09-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
262

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ვრცელი სტატუსია, მაგრამ ვფიქრობ, რუსების შემოსვლაზე მოკლედ არ გამოდის: საქმე ეხება ერთდროულად ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას (მათ შორის ეკონომიკურს) და ჩვენს ეროვნულ ღირსებას.

ამასთან, გადამწყვეტია კონტექსტი (რასაც ხელისუფლება გვერდს უვლის) – „რუსები გუშინაც შემოდიოდნენ და დღესაც შემოდიან“ და თეთრი სახლის განცხადების კონტექსტიდან ამოგლეჯილად ატაცება სამთავრობო მედიასაშუალებების მიერ, არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და აი რატომ:

1. ოკუპირებულ ქვეყანაში, უკონტროლოდ შემოედინება ათიათასობით რუსი, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე. არავინ იცის როგორ გამოიყენებს ხვალ ამას რუსეთი. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ბოლო 10 დღეში 80 000-მდე რუსი შემოვიდა;
2. რუსები არ შემოდიან როგორც ტურისტები. ისინი შემოდიან საქართველოში დასაფუძნებლად, შემოდიან ოჯახებით, არეგისტრირებენ ბიზნესებს, ყიდულობენ უძრავ ქონებას;
3. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უმრავლესობა მათგანი იზიარებს პუტინის პოლიტიკას, მათ შორის პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
ეს ყველაფერი კონკრეტული მტკიცებულებებით ზედაპირზეა. სახელმწიფო დუმს. შესაბამისად, მოქალაქეებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და სამართლიანი პროტესტი.
სახელმწიფო ამბობს, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშაა (ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს) და ცდილობს შემოსვლის ეს რეჟიმი გაამართლოს რუსეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების ინტერესით, მაგრამ:
ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით შემოსულთაგან რამდენი იყო ქართველი; რამდენი იზიარებდა ან არ იზიარებდა პუტინის პოლიტიკას; რამდენი იყო რეალურად დეზერტირი; რამდენის სიცოცხლეს ემუქრებოდა რეალური საფრთხე და ა.შ. (ეს ყველაფერი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ელემენტარული ანა ბანაა).
და მაშინ, როცა სახელმწიფო დუმს:
• რუსები ნელ-ნელა ანაცვლებენ ქართულ მუშა-ხელს; ნელ-ნელა ხდებიან სერვისის მიმწოდებლები. რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი პირდაპირ დააწვება ფინანსურ ტვირთად საქართველოს მოსახლეობას. დღეს თუ ვინმე რუსებისგან მოკლევადიან ფინანსურ სარგებელს იღებს, ხვალ, რასაც მანამდე იღებდა, იმის მიღებაც შეუძლებელი იქნება იმიტომ, რომ რუსი ჩაანაცვლებს. რესტორნები, სალონები, ავტოსამრეცხაოები – მომსახურების სფეროში ყველგან რუსები იქნებიან (და ამისი კონტურები უკვე შეინიშნება);
• რა ხდება მაშინ, როცა საქართველოში ხანგრძლივი ვადით შემოსულ რუსებს ფინანსები ამოეწურებათ და სამსახურს ვერ იშოვიან. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ უმუშევრობაშიც ქართველებთან შედიან კონკურენციაში, იმატებს კრიმინალის ზრდის რისკი;
• ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოდან ათიათასობით ქართველი მიდის, ქართველი ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას და რუსი ახალგაზრდები შემოდიან. სულ მალე შეიძლება მივიღოთ საქართველო რუსებით, ქართველების გარეშე (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე).;
• თვალის დახამხამებაში შეიძლება მივიღოთ მოცემულობა, როცა რუსები საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
რას გვეუბნება კანონი? – რუსი შეიძლება არ შემოვუშვათ „თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას“.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არის თუ არა კანონით გათვალისწინებული საფუძვლები სახეზე? არის!
ანუ კანონი სასწორზე დებს ორ ინტერესს – სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესს და ადამიანის უფლების ინტერესს და უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
მაგრამ ყველა კანონს სჭირდება სათანადო აღსრულება.
შესაბამისად, მინიმუმ რასაც ჩვენ ახლა უნდა ვისმენდეთ პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისგან, არის შემდეგი:
• სასწრაფოდ უნდა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან;
• სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო;
• სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა ვის უშვებს და ვის არა და საერთოდ ვინმეს უშვებს თუ არა – და ამის შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაციას უნდა აწვდიდეს მოქალაქეებს;
• უნდა ხდებოდეს შემოსულების დიფერენცირება, ყველა შემოსული რუსის აღრიცხვა და მუდმივი კონტროლი – ვინ რა მიზნით, ვისთან ერთად, რამდენი ხნით შემოდის და ა.შ., რათა თავიდან იქნეს აცილებული ზემოაღნიშნული რისკები.

ეს ყველაფერი შესაძლებელია? რა თქმა უნდა, სუს-ს და სახელმწიფო უწყებებს ამის რესურსი აქვთ. ამ რესურსით ვმართეთ პანდემია. დანარჩენის ანალიზი თქვენთვის მომინდვია.“- წერს ნათია მეზვრიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved