• რეკლამა
  • კონტაქტი
15:50, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის წანააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ალია ავტორი - ალია
11:28 09-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილმა ყველა მის დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს და არ უნდა იყოს გამოყენებული მისი სტატუსი ან სახელი, როგორც პროვილეგია.

“სასჯელის მოთხოვნის უფლება არ მაქვს, მე სასამართლოში განვაცხადე, რომ ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი და ისევე დაისაჯოს, როგორც ნებისმიერი სხვა პირი და არ უნდა იქნეს გამოყენებული მისი სტატუსი, სახელი და ეს არ უნდა იყოს რაიმე სახის პრივილეგია”,-განაცხადა დოროყაშვილმა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბასილაშვილის ადვოკატების მხრიდან მასზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდებოდა.

“ჩემზე მიმდინარეობდა მიზანმიმართული ზეწოლა მისი ადვოკატების მხრიდან, თავისივე დასმულ კითხვებზე, როგორ კი საუბარს დავიწყებდი, კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ არ მესაუბრა. მთხოვდნენ და მაიძულებდნენ „კი“ ან „არა“ მეპასუხა ნებისმიერ შეკითხვაზე და ის შეკითხვებიც ისე ჰქონდათ დასმული, ვერც „კი“-ს და ვერც „არას“ ვერ ვუპასუხებდი. როგორც კი ძალადობაზე საუბარს ვიწყებდი, მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე კატეგორიულად მაჩერებდნენ. მიმდინარეობდა ჩემი, როგორც პიროვნების დისკრედიტაცია, როგორც ადამიანის, როგორც ქალის და როგორც ცოლის. იყო დამაკნინებელ ასპექტში მოხსენიება და მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ბუნებრივია, მე მათთან პოლემიკისთვის არ მოვედი, არამედ მოვედი სასამართლოს და მოსამართლის წინაშე ყველაფრის მოსაყოლად. ჩემთვის მორალურად ძალიან რთული იყო ეს პროცესი, მაგრამ მე თავდაპირველადვე ავირჩიე სამართლებრივი გზა და 2 წლის განმავლობაში ვინარჩუნებდი სიჩუმეს და ამ წნეხს ვიტანდი”, – განაცხადა დოროყაშვილმა.

მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი პროცესში უნდა ჩაერთოს და კითხვებზე თავის არიდება არ უნდა სცადოს.

რაც შეეხება იმას, რომ სასამართლო სხდომა არ იხურება და ირღვება თუ არა პირად ცხოვრებაზე საუბრით არასრულწლოვნის უფლებები, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ თუ მოსამართლე საჭიროდ ჩათვლის, სხდომის ნაწილს დახურავს.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ადვოკატ ირმა ჭკადუას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

“ირმა ჭკადუა ორი წლის განმავლობაში ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე მედიასივრცეში და მედიის გარეთ არღვევს ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს. ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ, აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე. ვგულისხმობ ცილისწამებას, ჩემი და არასრულწლოვნის ინტერესების დაკნინებას. ჩემი, როგორც პიროვნების სახელისა და სტატუსის შებღალვას, პირველი იქნება ირმა ჭკადუა, რომელიც ემსახურება ამას ორი წელია და ეს იყო მისი თვითმიზანი. თვითონ გახადეს საჯარო თემა და საზოგადოებისთვის აქტუალური, თორემ მე ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი. ახლა დაიხვია ხელზე, რომ ვითომ ჩემი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს მე ვარღვევ, რასაც თვითონ აკეთებენ ბოლო 2 წელია”, – განაცხადა დოროყაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved