• რეკლამა
  • კონტაქტი
17:15, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ ვეთანხმები მათ, ვინც მოითხოვს, რომ საქართველომ საზღვრები უნდა დაკეტოს… შემოვიდნენ რუსები, ცუდი არაფერია ამაში“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
16:22 09-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,713

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთში, რამაც საქართველოში შემომსვლელი  რუსეთის მოქალაქეების გაზრდა გამოიწვია…

– რაღა ნაწილობრივი მობილიზაციაა, მილიონნახევარი კაცი გაიწვიეს. საყოველთაო მობილიზაციაა, ფაქტიურად.

-ჰოდა, მაგის გამო ბევრი რუსი შემოვიდა საქართველოში და ბევრი გარკვეულ საფრთხეებს ხედავს ამაში.

– რუსეთს არ აქვს თავდაცვითი ომი, გაუმართლებელი, აუხსნელი ომი აქვს უკრაინასთან და ხალხს არც საზარბაზნე ხორცად უნდა წასვლა ამ ომში და არც უდანაშაულო უკრაინელების დახოცვა, მით უმეტეს, ბავშვების, ქალებისა და მოხუცებისა, რის ბრძანებასაც უკრაინაში წამსვლელები მიიღებენ. მეთაურების  ბრძანებას თუ არ შეასრულებენ რუსი ჯარისკაცები, პირდაპირ ციხეში წავლენ – ამის შესახებ ახალი კანონიც კი  მიიღეს რუსეთში. ყველა არა, მაგრამ ბევრი არიდებს თავს ამ უსამართლო ომს. ეს ხალხი, ვინც გაიქცა და გარბის, არსად არ გაიქცეოდა, რუსეთს რომ დასხმოდა ვინმე თავს, აიღებენ იარაღს ხელში და იბრძოლებდნენ. უკრაინის დასაპყრობად რატომ უნდა წავიდნენ, ბევრ რუსს ეს არ ესმის და სწორიც არის, რომ არ ესმის. ეს ხალხი ფიქრობს, ეს ომი არ არის ჩემი ქვეყნის ინტერესებში და არ ვარ ვალდებული, ამ ომში ვიომოო. მართალია ეს ხალხი მორალურადაც, იურიდიულადაც აქვთ ამის უფლება, საერთაშორისო კონვენციებიც მათ მხარეს არის. ამდენი ხალხი არა მარტო საქარველოს მოაწყდა, რუსეთის ყველა მეზობელი ქვეყანა სავსეა რუსებით, არამეზობელ ქვეყნებშიც ბევრნი არიან. არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრები უნდა დაკეტოს და არ შემოუშვას რუსები საქართველოში.  სერიოზულად არ მიმაჩნია ისიც, ვითომ რაიმე სერიოზული პროვოკაციები მოჰყება რუსებსა და ქართველებს შორის დაპირისპირებას და მერე რუსეთი აქ ჯარს შემოიყვანს თავისი მოქალაქეების დასაცავად. რუსეთს თავისი გასჭირვებია, უკრაინაში ცუდად აქვს საქმე. რუსეთი ღაფავს სულს, ან გადარჩება და ან – არა. თავის პრობლემებს ვეღარ აგვარებს, ისე აქვს საქმე. საზღვრებიდან მოხსნა ჯარები და უკრაინაში გადაისროლა, ისეთ დღეში იყო რუსეთის არმია. მობილიზაცია კი მოაგვრებს ამ პრობლემას, მაგრამ მარტო ომი და ბრძოლა არ არის.ეკონომიკაც მოშლილი აქვს და დიდი დღე არ უწერია რუსეთის სახელმწიფოს ამ ფორმით არსებობას. შემოვიდნენ რუსები, ცუდი არაფერია ამაში. ცარიელ-ტარიელი არავინ მიდის, ამას ვხედავთ. დევნილებად არ ბარდებიან, რომ ჩვენ ვარჩინოთ. რაც მეტი შემოვა, მეტ ფულს დახარჯავს, გაჩნდება სხვა და სხვა სახის მოთხოვნილებები.კი, ამ დაქცეულ ეკონომიკას რუსები ფეხზე ვერ დააყენებენ, მაგრამ რამდენიმე სფეროს ცოტა შეეხიდებიან, ხალხი დასაქმდება, ყველა სახის პროდუქციის გაყიდვა გაიზრდება და მეტი ფული იბრუნებს ქვეყანაში. დროებითია, მაგრამ ესეც ერთგვარი ინვესტიციაა.

თეგები: ვალერი გელბახიანილარსის საბაჟო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved