ინგლისის ბანკის განცხადებით, მეფის გამოსახულებიანი ბანკნოტები მიმოქცევაში 2024 წელს შევა, თუმცა, მიმდინარე წლის ბოლომდე, გამოქვეყნდება, მეფის რომელ პორტრეტს შეარჩევენ ამისთვის, – წერს The New York Times-ი.
მეფე ჩარლზი ოთხ ბანკნოტზე გამოჩნდება (£5, £10, 20 £ და 50 ფუნტი). დიზაინის თვალსაზრისით, ამ ბანკნოტებში ცვლილებები არ იქნება, გარდა იმისა, რომ დედოფლის გამოსახულება მეფისით შეიცვლება.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.














კომენტარები