„ისეთი რაღაცები დამაბრალეს, სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მძიმე ბრალდებას ველოდი. ახლა ახალი მოიგონეს. ეს აბსურდული ტყუილია. ასეთი რაღაც არასდროს არ ყოფილა“, – ასე ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ვახტანგ გომელაური, ნინო გვენეტაძის გადასაყენებლად, თათბირებს ატარებდა.
გომელაური აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობაა.
„ჯერ ერთი, როგორ უნდა დამებარებინა გენპროკურორი და მოსამართლეები? ნახსენები იყო ბატონი ირაკლი შოთაძეც, რომელიც აღარ მუშაობდა და ეს ადამიანი არანაირ თანამდებობაზე არ იყო. ეს სრული აბსურდი და ტყუილია. თუ ცოტა ლოგიკურად შევხედავთ, წლებია, სასამართლოზე, უსაფრთხოების სამსახურზე, პროკურატურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე ზეწოლა გრძელდება. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა“, – აცხადებს ვახტანგ გომელაური.














კომენტარები