• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განიხილავენ ნიკა მელიას ჩანაცვლებას გრიგოლ ვაშაძით, ქოცი ვაშაძე, ხალხო” – ჟორჟოლიანი

ალია ავტორი - ალია
01:15 09-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,105

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ტვ პირველთან ამბობს:

ნიკა მელია ძალიან მომწონდა, მისი ქარიზმის, ბრძოლის გამო, შემდეგ, რაღაცნაირი ნიკა მელია, დაჭერის შემდეგ რომელიც მივიღეთ, ის არ იყო ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მე “მევასა”. ნიკას შეეძლო მეტი ებრძოლა მიშასთვის და მეტი გაეკეთებია. ჩვენ ძალიან მძიმე საუბრები გვქონდა, მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება – ნიკა მელია ანაცვლებს ტიპი, რომელსაც უნდა, რომ პარტიაში მოვიდეს გრიგოლ ვაშაძე. ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? განიხილავენ ნიკა მელიას ჩანაცვლებას და ერთ-ერთი ვერსია არის გრიგოლ ვაშაძის. მე რომ მეუბნებოდეს პარტია, აი, ნიკა მელიასთან მაქვს ის პრეტენზია, რომ უკან დაიხია, არ იბრძოლა, ლიდერი ჩატოვა და აი, ახალგაზრდა ტიპები, მებრძოლი – შიგნითაც არიან ეგეთები, ერთგულები, იდეალისტები, ჰყავს ამ პარტიას. რომ მითხრან, რომ ნიკა მელიასთან ეს პრეტენზიები აქვთ, გავიგებდი, მაგრამ თუ ეს პარტია ის უნდა განვითარდეს, რომ ვაშაძე იყოს მათი ლიდერი, მე ვამბობ, რომ ეს პარტია არის საზიზღარი პარტია და არასოდეს ხუთიანს აღარ შემოვხაზავ. რა ვაშაძე, ხალხო, ქოცი ვაშაძე, ჩხარტიშვილის მოგვარებული თემით? არიან იქ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი გავლენები აქვთ. ეს არ არის კეზერაშვილი. შეიძლება მერაბიშვილიც… იქ ვიღაცა სხვას განიხილავს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ნიკა მელია საკმარისად მონა არ აღმოჩნდა და ახლა უფრო დიდი კალიბრის მონა სჭირდებათ… პეტრე ცისკარიშვილი არ განიხილება საერთოდ მაღალ ინსტანციებში… მე ამომრჩეველს ვეუბნები, გრიგოლ ვაშაძე გინდათ რომ იყოს პარტიაში? ნიკა მელიაც არ გინდათ, ასეთი ნიკა მელია მეც არ მინდა, მე მინდა მებრძოლი ნიკა მელია, რომელიც იყო დაჭერამდე, რომელიც მიშას თავისუფლებისთვის იბრძოლებს, რომელიც ქართული ოცნების წინააღმდეგ იბრძოლებს, ოღონდ ქუჩაში და სხვა შემართებით.

…ამათ ახლა უნდათ დილის 6 საათზე დაწებული მშენებლობები და… ანუ, გარკვეული ტიპები მიშას ტემპში აღარ სხედან, ჩავარდნენ შოკში, წარმოიდგინეს უცებ ეს შეცვლილი რეალობა და არაფრისთვის აღარ იბრძოლეს.

არ მჯერა რომ რომელიმე ქართულ ოცნებასთან შეკრულია, არც ნიკა მელიაა შეკრული, არც ხაბეიშვილი… არა, უბრალოდ მიშა არ უნდათ, ან მათ ან მათ თანამებრძოლებს. მიშა უნდათ კიევში, სადაც დაეხმარება…

მიშას ძალიან არ აინტერესებს რა ხდება პარტიაში… ეს ამბავიც არ აინტერესებს და შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, არ ერევა ამ ამბავში. მიშა ფიქრობს რომ ახლა ამის დრო არ არის, მიშა სურათს დიდ ჩარჩოში ხედავს, ეგეთ დეტალებზე დაწვრილმანდეს და ახლა იქ იმან იმას შტერო უთხრა, იმან ხელი დაარტყა, ხომ ხვდებით… მიშა, როგორც ჩანს, ისე ტრაგიკულად არ უყურებს ამ ყველაფერს, როგორც მე. მახსოვს რუსთავის ციხესთან რომ ყველაფერზე უარი მეთქვა, მე მაშინ მას მივწერე და ამას ძალიან მსუბუქად უყურებს. ხომ იცით რა ტიპია, ირაკლი ოქრუაშვილს აპატია რა…

 

თეგები: გრიგოლ ვაშაძენანუკა ჟორჟოლიანინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved