წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ავტომობილი გზიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 3 ადამიანი იჯდა. დაშავებულია ავტომანქანის მძღოლი, ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები