რუსული მედია უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე „რეფერენდუმების“ პირველი დღის „ამომრჩეველთა აქტივობის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო „ტასის“ ცნობით, 23 სექტემბერს დონეცკის ოლქში “ამომრჩეველთა” აქტივობამ 23.6% შეადგინა, ზაპოროჟიეში – 20.5%, ხოლო ხერსონის ოლქში – 15%.
”ჩვენი აზრით, ეს საკმარისია ხმის მიცემის პირველი დღისთვის,” – განაცხადა ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის „ხელმძღვანელმა“ მარინა ზახაროვამ.
კომენტარები