• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აქ სხვა რამ ხდება! სუს-იდან მართლა ჟონავს ინფორმაცია, ამით სარგებლობენ პარტიული ტელევიზიები და აკეთებენ გაჟონვის ფაქტების კოპირებას“ – რა ეჭვები აქვს ვახტანგ მაისაიას

ალია ავტორი - ალია
18:27 09-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,771

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია.

– ბატონო ვახტანგ, მედიით ისევ გრძელდება სუს-იდან გაჟონილი საიდუმლო მასალების გავრცელება. „ვიკილიქსის“ სკანდალის გარდა, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურიდან ასეთი მასშტაბური გაჟონვა თუ გახსენდებათ?

– უკაცრავად, „ვიკილიქსის“ გაჟონვა იმასთან შედარებით, რაც საქართველოში ხდება, ერთი წვეთი იყო. „ვიკილიქსმა“, როდესაც ამერიკის დაზვერვის საიდუმლო მასალები გაავრცელა, სხვა და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სატელეფონი საუბრების მოსმენები, მიმოწერები, გარკვეული დრო გასული იყო და ბევრი მასალა ნაკლებად აქტუალური იყო, მათი ოპერატიული მნიშვნელობაც ნაკლები იყო. შესაბამისად, „ვიკილიქსის“ სკანდალს უფრო ისტორიულ-ნარატიული ტიპის მნიშვნელობა აქვს.  მერე, ზომები იქნა მიღებული და ვინც ეს, ასე ვთქვათ, გაჟონვა მოახდინა, დააკავეს და ამით შეწყდა „გაჟონვების სქემა“. მაშინ ცხადი გახდა, რომ ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ სხვა და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და ეს არ იყო იმ ტიპის გაჟონვები, რაც ჩვენთან მოხდა. ეს სხვა არის, ეს იყო სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ კარგად დაგეგმილი მრავალსვლიანი კომბინაცია.

– მაშინ ზღვა ინფორმაციამ გაჟონა, მაგრამ ვინ უსმენდა ამ პოლიტიკოსებს, ვინ მოიპოვა მათი მიმოწერა, ამ ხალხის, აგენტურის ვინაობა ხომ უცნობი დარჩა?

– რა თქმა უნდა, აგენტურის ვინაობა უცნობი უნდა დარჩეს, რადგან მათი ვინაობის გასაჯაროება, გვარ-სახელების დასახელება არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება, როგორც სამშობლოს ღალატი. გარდა ამისა, ეს არის პროფესიული ღალატი. ჩვენთან ისეა საქმე, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო. გოგაშვილები, ფინანსური პოლიციის გამომძიებლები მუშაობენ სუს-ში და მათ შორის, საკვანძო პოსტებზე. გოგაშვილს შეხება საერთოდ არ ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურებთან და ისე დანიშნეს სუს-ს უფროსის პირველ მოადგილედ. სხვებიც არიან მაღალ პოსტებზე, რომელთაც დღესაც არ იციან, რა არის ქვეყნის უსაფრთხოება. ადრე სხვაგვარად ხდებოდა სპეცსამსახურებში ხალხის მიღება, რამდენიმე ფილტრს გადიოდნენ, სკულპუროზულად ხდებოდა კადრების შერჩევა. შესაძლოა, 3 წელიც კი დასჭირვებოდა ამ პროცესს და მერე, რიგით აგენტად იწყებდა შერჩეული კადრი მუშაობას.

– ადრე ოჯახის წევრების, ახლო გარემოცვისა და ყველა საყურადღებო კონტაქტს სწავლობდნენ სპეცსამსახურებში მოხვედრის მსურველებისას. ახლა როგორ ხდება?

– კი, ამას ვგულისხმობ და ყველა დეტალზე არ გავამახვილე ყურადღება. ადრე გოგაშვილების სპეცსამსახურებში მოხვედრა წარმოუდგენელი იყო, არათუ ასეთ მაღალ პოსტზე, საერთოდაც. ადრეც გითხარით, სამხედრო დაზვერვის სტრუქტურა ისე კარგად მუშაობდა, მე რომ დამიჭირეს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა არ იცოდა, სამხედრო დაზვერვის ოფიცერი რომ ვიყავი და მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ეს არის მაღალი დონის დაცვა, პროფესიონალიზმი, მეორე სპეცსამსახურმა არ იცოდა, რომ მეც სპეცსამსახურის თანამშრომელი, თან ოფიცერი ვიყავი. საინტერესო მომენტია, რომ სპეცსამსხურების საფარქვეშ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ დაკვეთას და ან დაკვეთას მერე ასრულებინებენ „ბურატინოებს“.

– ვინც ამხილეს, ვისი გვარ-სახელები და ზოგიერთის სახლის და სამსახურის მისამართები დაასახლეს, ეს ხალხი, ეს აგენტები ხომ დიდი საფრთხის ქვეშ არიან?

– სერიოზული ინფორმაციები რომ ჟონავს სუსი-დან, თანაც დიდი, მსხვილი მილით, ეს უდავოა. აი, რაც შეეხება აგენტების ვინაობის გასაჯაროებას, ეს ცოტა არ იყოს, საეჭვოა. სად იყო მედიით ბოლოს გავრცელებულ ინფორმაციებში აგენტებად წოდებულთა პირადი საქმეები, დოსიეები, ხელმოწერილი აქტები, საქმეები, სადაც კონკრეტულ აგენტს ანიჭებენ ოპერატიულ ფსევდონიმს? ეს იყო იაფფასიანი ტრიუკი ტრადიციული ყვითელი მედიისა, რომელიც არაპროფესიონალებზე იყო გათვლილი. პროფესიონალს ამაზე გაეცინებოდა მხოლოდ. ეს პარტიული ტელევიზიები, იდეოლოგიზირებული ჟურნალისტები და სახელმწიფო უწყებების პრეს-სამსახურები, ერთ დონეზე დგანან თვიანთი პროფესიონალიზმისა და ინტელექტუალური მაჩვენებლით.

– გასაგებია, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ კონკრეტული ადამიანები სუს-ის მაღალჩინოსნების დავალებებს ასრულებდნენ, პოლიტიკოსების თვალთვალს და მოსმენებს აწარმოებდნენ და ამის დასტურად ხმოვანი შეტყობინებებიც გავრცელდა.

– ვიმეორებ, არ უარვყოფ, რომ სუს-იდან მასშტაბური გაჟონვა ხდება, მაგრამ ბოლოს რაც გავიდა ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიით, იმ სიუჟეტთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები მაქვს (ლაპარაკია ტელეკომპანია „ტვ-პირველის“ გადაცემა, „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე.- ლ.ჯ.). რაც მტკიცებულებები იყო, ის ჩემთვის არ არის მტკიცებულებები. ხმოვან შეტყობინებებს კი უკეთესს აკეთებენ. მეც გავაკეთებ, დავდებ და გაიგეთ მერე, ეს ოპერატიული შეტყობინებაა თუ ფეიკი. კარგად ვიცი, როგორ ხდება ხმოვანი შეტყობინების ჩაწერა, გაგზავნა… აქ სხვა რამ ხდება. სუს-იდან მართლა ჟონავს ინფორმაცია, ამით სარგებლობენ პარტიული ტელევიზიები და ამ ფონზე აკეთებენ გაჟონვის ფაქტების კოპირებას. ახლა ისეთი სიტუაცია, სუს-ს რაც გინდა დააბრალო, ბევრი დაიჯერებს. ასე, რომ არ იყოს, იცით, რომ მე სუს-ს ხელს არ დავაფარებდი. მერე, ეს პარტიული ტელევიზიები არაერთხელ არიან სიცრუის გავრცელებაში შემჩნეულნი, გინდა ხელისუფლების მოწინაღმდეგეები და გინდაც მომხრეები.

– მაშინ გამოძიება უნდა დაიწყოს და დადგინდეს, ნამდვილია თუ არა ეს ხმოვანი შეტყობინებები და სხვა სახის ფაილები. თუ ფალსიფიკაციაა, ფალსიფიკატორი უნდა დაისაჯოს. არა?

– რა გამოძიება? უკაცრავად და, თქვენ კიდევ გჯერათ ზღაპრების? ვინ უნდა დაიწყოს გამოძიება? გითხარით, სრული არაპროფესიონალიზმია ძალოვან სტრუქტურებში. მთავარი პროკურატურა გამოიძიებს, კონტრდაზვერვა თუ სუს-ის საგამოძიებო სამსახური? პროკურატურას უამრავი საქმე აქვს გამოსაძიებელი, ძალიან მარტივად გამოსაძიებელი საქმეები და იმათ ვერ იძიებენ. იციან საერთოდ გამოძიება? მე ამათ გამოძიებას სერიოზულად არ ვუყურებ, იუმორით აღვიქვამ.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved