• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულის დაცვის მხარემ შეიძლება ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს

ალია ავტორი - ალია
11:53 09-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ამ წუთებში, გრიგოლ ნარსიას ადვოკატი ხვდება. როგორც მან მედიასთან განაცხადა, შეიძლება, დაცვის მხარემ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს.

„დარწმუნებული ვარ, აღკვეთის ღონისძიებაც დღეს განიხილება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების დაყენების საკითხს, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენ სასამართლოს, ალბათ, ამასაც დაკავებული პირის ინიციატივითა და მასთან შეთანხმებით გავაკეთებთ. ახლა, ჩემდამი იქნება განმარტებული, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებები შეიძლება იყოს დაყენებული. ალბათ, რომელსაც თვითონ დასაცავი პირი აირჩევს, მასზე ჩამოვყალიბდებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის თუ არა ჯანმრთელობის სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული მის დაზიანებასთან დაკავშირებით და გასარკვევია, იყო თუ არა აუცილებელი, მას მიყენებოდა ის დაზიანებები, რომლებიც ფიზიკურად აღიქმება. დაცვის მხარე არ გამორიცხავს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, რათა სრულად გაირკვეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – აცხადებს ადვოკატი დალი სულაქველიძე.

ის არ გამორიცხავს, რომ დაცვის მხარემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის დაკითხვა მოითხოვოს. სულაქველიძის თქმით, მინისტრის მოადგილემ, დაკავების დროს, განაცხადა, რომ ნარსიამ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რასაც თავად დაკავებული უარყოფს.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული გრიგოლ ნარსიას ინტერესებს იურისტთა ასოციაციის ხუთი ადვოკატი დაიცავს. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია
ახალი ამბები

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია

19:27 05-06-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved