• რეკლამა
  • კონტაქტი
13:33, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ის რომ რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევდა, ომის მესამე დღეს გახდა ნათელი“ – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
12:58 09-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
393

თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:

„რუსეთ უკრაინის ომში, უკრაინის გამარჯვება მხოლოდ დროის ამბავია. რომ დავაზუსტოთ, ის რომ რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევდა, ომის მესამე დღეს გახდა ნათელი; უკვე 100-ე დღეს გამოიკვეთა, რომ უკრაინა შეეცდებოდა მთელი უკრაინის დეოკუპაციას; ომის მე-200 დღისათვის უკრაინამ გატეხა რუსეთის შეიარაღებული ძალები და რაც მთავარია მიიღო დასავლეთის მხარდაჭერა ომის ბოლომდე მისაყვანად.
რა ბედი ელის რუსეთს? როგორი იქნება უკრაინასთან დამარცხებული რუსეთი? დღეს ამ კითხვებზე მკაფიო პასუხი არ არის, თუმცა ნათელია, რომ დასავლეთს რუსეთის ბედის გადაწყვეტაში ხელს ვერ შეუშლის ვერავინ, ვერც ჩინეთი, ვერც ინდოეთი, ვერც ირანი, ვერც ტანზანია და რაც მთავარია ვერც თვითონ რუსეთი. რუსეთის ბედს მხოლოდ დასავლეთი გადაწყვეტს და მხოლოდ მათი შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობა თუ შეაფერხებს ბოლო იმპერიის დემონტაჟს, თუმცა მნიშვნელოვანი და წონიანი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების შეცდომას აღარ დაუშვებენ. დღეს გამოკვეთილია პროგრამა მინიმუმი რუსეთთან მიმართებაში:
1. გასამართლდება რუსული ფაშიზმი, არა მხოლოდ სამხედრო დამნაშავეები, არამედ რუსული ფაშიზმის იდეოლოგებიც და მხარდამჭერებიც;
2. მოხდება ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟი და ოლიგარქი, როგორც მოვლენა გაქრება;
3. დემილიტარიზაცია, მათ შორის ბირთვული. რუსეთის ბირთვული არსენალის ამოღების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე განხორციელება;
შესაძლებელია თუ არა რუსეთ-უკრაინის ომში ვითარების შეცვლა? ზოგადად ომში ვითარების კარდინალურად შეცვლა იშვიათობა არ არის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეუძლებელია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, რუსეთს არა აქვს იდეა, რომლის ირგვლივ გაერთიანებდა საკუთარ ხალხს, მარგო სიმონიანი, სოლოვიოვი და დანარჩენი ბჟუტურები ვერც იდეას ვერ შესთაავაზებენ საზოგადოებას და ვერც სათანადო განწყობას შექმნიან. პროპაგანდა გათვლილია მხოლოდ ბრბოზე, ხოლო ბრბოსთვის დიადი მიზნები გაუგებარია ხოლმე. იმპერიის აღდგენა, რომლის შეფარული მცდელობა ჰქონდა პუტინს, რუსეთის მოსახლეოაში ვერ ჰპოვეს მხარდაჭერას, რადგან ასოცირდება მეფის რუსეთთან, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის მხრიდან კარგად იყო გაშავებული და 4-5 უნიჭო პროპაგანდისტი 10-15 წელში ვერ დაძლევდა 70 წლიანი სახელმწიფო პროპაგანდის შედეგებს. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის აღდგენას, ეს იდეა, სოციალიზმის გარეშე ვერ მოახდენს სათანადო გავლენას მასებზე. რჩება უკრაინული ნაციონალიზმი და გარყვნილი ევროპა. ლგბტ-ე თემთან ბრძოლისათვის, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ტაბურეტკაც საკმარისია არა თუ ტანკი,თანაც რუსეთის მოსახლეობისთვის საკუთარ ტერიტორიაზეც არა ნაკლები სამუშაოა, უკრაინელების მორალურობისათვის თავი რომ არ გაწირონ. რაც შეეხება უკრაინულ ნაციონალიზმს, არც მას შეუწუხებია რუსები ისე, რომ ედინაია როსიის ირგვლივ შემჭიდროვდნენ და დაირაზმონ. გარდა ამისა, იმპერიის აღდგენის და გაფართოების იდეას არც მსოფლიოში ყავს მხარდამჭერი. უბრალოდ მსოფლიო ასეა მოწყობილი. ჩინეთისთვისაც კი, უფრო ოპტიმალურია მაგალითად ამერიკასთან უშუალოდ მოაგვაროს პრობლემები, ვიდრე ხელი შეუწყოს რაღაც საპირწონე ძალის შექმნას და მერე დახლართულ ინტრიგებში ეძიოს წარმატება.
მოკლედ, რუსეთს არ შეუძლია შეწყვიტოს ომი, რუსეთს არ შეუძლია ომის გაგრძელება, რუსეთს ასევე არ შეუძლია დაიწყოს მოლაპარაკება უკრაინასთან კაპიტულაციაზე. უკრაინასთან კაპიტულაციაც კი გულისხმობს საბრძოლო მოქმედების თეატრზე არსებული არმიების მხრიდან იარაღის დაყრას, სხვა არმია კი რუსეთს აღარ ყავს.
რეალურად, რუსეთს მალე შეიძლება ერთადერთი გზა დარჩეს, თანხმობა, მოსკოვში დროებითი საოკუპაციო ადმინისტრაციის შექმნაზე. დასავლეთიც იძულებული იქნება ამ სცენარის ირგვლივ მოახდინოს ვარირება. სხვა სცენარი ძნელი წარმოსადგენია. დასავლეთს კარგად აქვს გაანალიზებული, რა მოხდებოდა და რამდენად მოკლე ხანში მიიღებდა მსოფლიო გერმანულ რევანშისტულ ომს, გაცილებით სისხლიანს და არც თუ ისე ცალსახა შედეგებით, ომი ბერლინში რომ არ დამთავრებულიყო და ნაციზმი არ გაესამართლებინათ.
ბუჩა და ირპენი რომ რამდენიმე სამხედრო პირის ან ქვედანაყოფის ჩადენილი დანაშაული არ იყო და ეს ზოგადად რუსული ფაშიზმის ბუნებაა დაადასტურა იზიუმში გამოვლენილმა ფაქტებმა.
ამიტომ, დიდი ალბათობით, რუსეთის იმპერია თავის არსებობას ზემოდ მოყვანილი სცენარით დაასრულებს: შეიარაღებული ძალები ან განადგურდება ან იარაღს დაყრის ბრძოლის ველზე, უკრაინაში, ხოლო ქაოსის და სოციალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მოსკოვში შეიქმნება ნატოს დროებითი საოკუპაციო ადმინისტრაცია, რამშტაინზე ( სავარაუდოდ) გამართულ კონფერენციაზე მიღებულ ( მომავალში) გადაწყვეტილების რეალიზაციამდე.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved