• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურმა გუდაურში ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიმართა

ალია ავტორი - ალია
11:01 09-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით – „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური, ჯანდაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„პირველ რიგში, მინდა მივესალმო დაღუპული გმირების ოჯახებს, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ეს არის არა მხოლოდ თქვენი, არამედ ეს არის ქვეყნის მწუხარება.

მინდა მივესალმო შს მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და პატივცემულ საზოგადოებას.

ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა ბოლომდე გაწირავ თავს იმისთვის, რომ გადაარჩინო სხვა. ეს, ალბათ, არის უმაღლესი ღირსება ადამიანის, როცა შეგიძლია სხვისი სიცოცხლისთვის თავი გაწირო. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს თანადგომა აღუთქვა.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა გარდაცვლილი თანამშრომლების დაჯილდოებისთვის.

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს, უწმინდესსა და უნეტარესს – ილია II-ს, პატრიარქის თანამოსაყდრეს – მეუფე შიოს და სრულიად საპატრიარქოს თანადგომისთვის.

„ამ ოპერაციის დროს 8 ადამიანი დაიღუპა – 4 მფრინავი, 2 მაშველი და 2 ექიმი, რომლებიც ცდილობდნენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენას. ერთ-ერთი მორიგი ღონისძიება იყო, სამაშველო ოპერაცია, თუმცა, სამწუხაროდ, დიდი უბედურებით დამთავრდა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირები, პროფესიონალები. მინდა კიდევ გავიმეორო, ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, თუ რამით შეიძლება, ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ეს დიდი ტკივილი. დღევანდელი ღონისძიებაც ზუსტად ამის გამოძახილია და მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ, ქალბატონო პრეზიდენტო. ეს არის დიდი დაფასება ყველასთვის, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას სახელით.

ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის. აგრეთვე, მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გვერდში დგომისთვის, იმ ტკივილის გაზიარებისთვის, მეუფეებს, მეუფე შიოს და სრულიად საპატრიარქოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებმა, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათასი ლარი მიიღეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved