• რეკლამა
  • კონტაქტი
23:03, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა – ილია II –ის მიმართვა

ალია ავტორი - ალია
17:01 09-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის  მისასალმებელი სიტყვა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეთადმი:

 

„თქვენო აღმატებულებავ, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტო, ბატონო კასიმ-ჟომარტ ტოკაევ, თქვენო აღმატებულებავ, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარევ, ბატონო მაულენ საგატხანული აშიმბაევ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტო ალექსანდრე,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გულითადად მივესალმები ყველა მონაწილეს ამ ყრილობისა, რომელიც განიხილავს მეტად მნიშვნელოვან საკითხს, – პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიათა ლიდერების როლს კაცობრიობის სულიერ და სოციალურ განვითარებაში.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა და ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა.

სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს, – ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები.

ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას, უყალიბებს რა მათ ცრუ ორიენტირებს, ფსევდო ღირებულებებსა და ლოიალურ დამოკიდებულებას უმძიმესი ცოდვებისადმი, რასაც შედეგად მოჰყვება აღქმის დაკარგვა ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის შესახებ.

ყოველივე ამას დაემატა პანდემია, რომელმაც მასობრივი შიში დანერგა და ერთმანეთს დააშორა როგორც ქვეყნები, ისე ცალკეული პიროვნებები.

მსოფლიო საზოგადოებაში შიშს თესავს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებები, რაც სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის.

საერთოდაც, განცდაა იმისა, რომ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ.

პოსტპანდემიური სიძნელეების დაძლევა, ომში დაზარალებულთა შესაძლებლობისამებრ დახმარება და ლოცვა მშვიდობისათვის, – ჩვენი მოვალეობაა. ამასთან, სასულიერო პირები შესაძლებლობისამებრ უნდა დაეხმარონ ადამიანებს, სხვადასხვა განსაცდელისადმი შიშის დაძლევაში.

ჭეშმარიტი ღვთის რწმენა და მისი გზით სვლა ათავისუფლებს პიროვნებას, საზოგადოებას ყოველგვარი ფობიისგან და აღავსებს მათ გულებს მშვიდობით, გამბედაობით, ვაჟკაცობით, სიყვარულით, ერთგულებითა და სხვებისთვის ცხოვრების სურვილით.

ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შიშს აღარ ძალუძს დაგვძლიოს და დაარღვიოს ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი სულიერი სიმშვიდე.

ეს რეალობა უნდა იპოვოს ადამიანმა. ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი!

ვიმედოვნებთ, სხდომის მუშაობა ხელს შეუწყობს რელიგიათშორის დიალოგსა და მშვიდობას, რელიგიისა და კულტურის ურთიერთპატივისცემით თანაარსებობას და შექმნის პირობებს საერთო ძალისხმევით სულიერი ღირებულებების დაცვისთვის.

მადლობას ვუხდი ამ შეხვედრის ორგანიზატორებს და ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს ღვთივსათნო საქმიანობაში!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, – ნათქვამია წერილში.

თეგები: ილია მეორემიმართვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved