• რეკლამა
  • კონტაქტი
12:04, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თავს ვანებებ ყველანაირ აქტიურ საქმიანობას და მივდივარ პენსიაზე. აშკარად წავიდა ჩემი დრო“ – ირაკლი ოქრუაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:24 09-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,376

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მორჩა, დამთავრდა, ვანებებ თავს ყველაფერს, ყველანაირ აქტიურ საქმიანობას და მივდივარ პენსიაზე. ისეთი დამემართა გამთენიისას, აშკარად წავიდა ჩემი დრო.
დიდ მანძილზე მანქანით სიარულს უკვე ვეღარ ვეგუები, მაგრამ მოხდა ისე, რომ გუშინ ათასი კილომეტრი უნდა გამევლო, თან მარტოს, დამლაპარაკებელი რომ არ გყავს. ღამის თორმეტი იქნებოდა 600 კმ. მქონდა უკვე გავლილი და ისე დავიღალე აღარც ყავა მშველოდა და აღარც პოსტების წერა დროდადრო შესვენებებისას. რამდენჯერმე ტრაილერების სიგნალებმა რომ გამომაფხიზლა, მივხვდი რომ უკვე ვეღარ ვმართავდი მანქანას, მაგრამ გაჩერება და დაძინება არ მინდოდა, რადგან 11 საათზე შეხვედრა მქონდა და ერთი სული მქონდა წინასწარ დაჯავშნილ სასტურმროს ლოგინზე დავგდებულიყავი და 2-3 საათი დამესვენა შეხვედრამდე. დილის 5 საათზე როგორც იქნა სასტუმრომდე მივაღწიე, მანქანა ყველაზე დიდი ჯარიმის გამოსაწერ ადგილზე გავაჩერე, სასტუმროში შევლასლასდი და ბოლო ენერგიის მოკრებით ვუთხარი – დროზე ნომერი მომეცით ცოტა დრო მაქვს მეთქი. მიყურა ადმინისტრატორმა და ცივი წყალი გადამასხა, სასტუმრო სავსეა და თქვენზე ჯავშანი არააო. რას ამბობ, აგერ კონფირმაცია, თან მოგწერეთ რომ გვიან ჩამოვალ მეთქი. ჩახედა ისევ კომპიუტერს, აჩხაკუნა კლავიატურა და წყნარი სახით მითხრა – 2 წლის შემდეგ გამოიარეთ, ჯავშანი 2024 წლის სექტემბერში გაქვთო გაკეთებულიო.
სახლში, ერთკვირიანი ლოთობის თავზე, შუაღამისას რომ მიხვალ, ჩემოდნები გარეთ გამოდგმული დაგხვდება და მთვარის შუქზე მოწამლული თაგვივით დაბორიალებ და ფიქრობ რომელი ძმაკაცი შემიკედლებს და გამათევინებს ღამესო, ეგრე დავეხეტებოდი პარიზის ნაწვიმარ ქუჩებში ეული მიჯნურივით, მაგრამ სულ გამოფხიზლებული.
მორჩა გავდივარ პენსიაზე სანამ ქართულ ოპოზიციას დავემსგავსე ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს 2024-ში.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved