• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წილოსანის ძმა გავჩხრიკე, დამიბარეს და მითხრეს, წადი ახლა შენი უბნელები ჩხრიკეო” – რას ჰყვება უკვე ყოფილი პოლიციელი?

ალია ავტორი - ალია
21:28 09-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
495

ტვ პირველის “შაბათის ეთერი” აქვეყნებს სიას, შსს–ს იმ მაღალჩინოსნების, რომლებმაც სამსახური და ქვეყანა დატოვეს, ფორმა გაიხადეს და ზოგი მშენებლობაზე მუშაობს ემიგრაციაში, ზოგიც მძღოლად და ა.შ.

იოსებ წეველიძე – პოლიციელი, რომელიც 2015 წელს დააჯილდოეს და გმირი უწოდეს, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებია. შეგახსენებთ, 2015 წელს, შვილთან ერთად სეირნობისას, დასვენების დღეს, შემთხვევით დაინახა, როგორ ტოვებდნენ მძარცველები ბანკს, შვილი იქვე მაღაზიასთან დატოვა და მათ დაედევნა. ახლა ის ამერიკაში, მშენებლობაზე მუშაობს. მიზეზი კი “ლაიქი” გახდა, მან ყოფილ უფროსს, კონსტანტინე ანანიაშვილს, რომელმაც თანამდებოდა, პრემიერ გახარიას გადადგომის შემდეგ მალევე დატოვა, ფოტო მოუწონა. თუმცა, სანამ 2015 წელს მას გმირს უწოდებდნენ, მანამდე, ძებნაზე მყოფი ავტომანქანის გაჩხრეკის გამო დააქვეითეს!

იოსებ წეველიძე მედიასთან ამბობს:

“არც აქ არის ვარდებით მოფენილი, ხან სად მუშაობ და ხან – სად. ფეისბუქ ლაიქების გამო, შენ ბიჭო რეებს ბედავ და რეებს აკეთებ და სულ აღარ აინტერესებთ მერე, რა გაქვს გაკეთებული, რა გაქვს დამთავრებული… და მაგის გამო რომ პოლიციიდან წამოხვალ… არ უთქვამთ, რომ წადი, მაგრამ სულელი ხომ არა ხარ, რო ვერ მიხვდე, სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს. ხელმძღვანელობამ რეებს ბედავო, რატომ ულაიქებო… ვაზელინი უნდა იყო, რომ დანაყოფში იმუშაო, მანამდე კოტე კოტე იყო? როცა თანამდბეობაზე იყო, როცა აჭარის დეპარტამენტში მუშაობდა, მერე როცა ბატონმა გიორგიმ დანიშნა გუბერნატორების ხელმძღვანელად? რომ დაგვინახავდნენ, მერაბიჩი მოგვიკითხეო და აღარ იყო მერაბიჩი და ჰოპ, უცებ შეცვალა 180 გრადუსით. მე არც არავის მხარდამჭერი არ ვიყავი არასოდეს.

2014 წელს წილოსანის ძმა გავჩხრიკე, სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი ავტომანქანა იყო, შავი რენჯროვერი, მაგიტომ გამომიშვეს საპატრულოდან… დამიბარეს ქალაქის საპატრულოს უფროსი იყო მაშინ შალვა, რატომ გაჩხრიკეო, წადი ახლა შენი უბნელები ჩხრიკეო… ლაშა იჯდა საჭესთან, აბაშიძე, მაგ ამბიდან ერთ კვირაში გახდა გამგებელი და თვენახევარში ვიცე–მერი. ”

თეგები: იოსებ წეველიძეშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved