• რეკლამა
  • კონტაქტი
21:33, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პურზე ფასების დადგენა სამინისტროს კომპეტენცია საერთოდ არ არის – მინისტრის მოადგილე

ალია ავტორი - ალია
11:34 09-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

პურზე ფასების დადგენა სამინისტროს კომპეტენცია საერთოდ არ არის, ამიტომ ამას (პურის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებას) ვერც განვიხილავთ – ყოველგვარი ხელოვნური ჩარევა ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის დამაზიანებელი იქნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა იქნება სამინისტროს პასუხი „პურის მცხობელთა ასოციაციის“ ინიციატივაზე, რომ პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, მაღაზიებისთვის პურის ღირებულებაზე ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესება ქვეყნის ეკონომიკისთვის მისაღები მოდელი არ იქნება.

მისივე თმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული პროცესების ფონზე, საქართველოში პურზე საკმაოდ ობიექტური ფასი გვაქვს.

„მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი საბაზრო თავისუფალი პრინციპები გვაქვს პურშიც, სხვა პროდუქტებშიც, ყველაფერში. რა თქმა უნდა, მე ასოციაციის მაგ წინადადებას გავეცანი, მაგრამ ის მოდელი, რომელი მოდელიც თავისუფალი საბაზრო პრინციპებისთვის მუშაობს, ძალიან სწორი და რეალურია. ჩვენ ამ მოდელის ფარგლებში პურზე საკმაოდ ობიექტური ფასი გვაქვს, იმის ფონზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მოყვა. ამიტომ არანაირი შეზღუდვა, რომ ბიზნესი არ განვითარდეს და ამა თუ იმ სასაქონლე ჯგუფზე მას დავუდგინოთ, სად რამდენი მოიგონ. ვფიქრობ, ეს არ არის დღევანდელი ჩვენი ეკონომიკისთვის მისაღები მოდელი.

რეალურად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ ეს თემა განვიხილოთ. ფასების კონტროლი სამინისტროს კომპეტენცია საერთოდ არ არის. მაგას სხვა უწყება ფარავს და სხვა უწყების თემაა, მაგრამ ჩვენ რეალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იყოს. თქვენ იცით, რომ ძალზე ფართოდ არის გავრცელებული ქსელი, რომელიც არის პურის საცხობები. არის ძალიან დიდი ქარხნები, მცირე ქარხნები, თონეები და მათ ფასწარმოქმნის სულ სხვადასხვა მოდელი აქვთ. ამასთანავე, არის უამრავი მაღაზია. ქვეყანაში ათი ათასობით მაღაზიაზეა ლაპარაკი, ამიტომ აქ თავისუფალმა საბაზრო პრინციპებმა უნდა იმუშაოს. ყოველგვარი ხელოვნური ჩარევა ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის დამაზიანებელი იქნება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved