ოლიმპიური ჩემპიონის მედლის მოპოვების შემდეგ ოფიციალურ შეჯებრებასი ტატამზე პირველად გასულმა ლაშა ბექაურმა იპონით სძლია მეტოქეებს, მონტენეგროელ ნოვო რაიჩევიჩს, უნგრელ როლანდ გოზს და ავსტრიელი შამილ ბორჩაშვილს და ფინალში გავიდა.
ოქროს მედლისთვის ლაშა ბექაური ავსტრიელ ვაჰიდ ბორჩაშვილთან იჭიდავებს.
81 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა იპონით მოუგო მეტოქეებს, ავსტრიელ მაგამედ ბორჩაშვილს, შვეიცარიელ ლუკაშ ვიტვერს, ბრიტანელ ლახლან მურჰედს, სლოვაკ ალექს ბარტოს და ოქროს მედლისთვის ფრანგ ნიკოლია შილართან იჭიდავებს.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავს 100 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ბერიაშვილი. მისი მეტოქე გერმანელი ფალკ პეტერსილკა იქნება
გუშინ ქართველ ძიუდოისტთაგან მედალი გიორგი თუთაშვილმა მოიპოვა. მან ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ყაზახი აიბოლატ ისტიბაი დაამარცხა.
კომენტარები