• რეკლამა
  • კონტაქტი
13:19, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სიჩქარის გადაჭარბებაზე 2000 ლარი უნდა იყოს ჯარიმა… რატომ მე არ ვარღვევ? საქართველოს ავტორალის ჩემპიონი ვარ“ – ოთო აბესაძე

ალია ავტორი - ალია
15:28 09-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
424

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ესაუბრება  ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო  აბესაძე.

– საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ძალიან გაიზარდა და უმეტეს შემთხვევაში გაორმაგდა. ამ გაჭირვებაში, ამ ცვლილებებზე რას იტყვით?

– ამ ცვლილებებს ვემხრობი თავიდან ბოლომდე და აგიხსნით რატომაც. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით კანონის დარღვევაზე ჯარიმები და სხვა  სახის სანქციები უნდა იყო გაცილებით მეტი და მკაცრი, ვიდრე ახლა არის. თუნდაც,  ამ გაორმაგებული ჯარიმების შემთხვევაში. მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა უნდა იყო არა 150 და 300 ლარი, მეტიც კი. რაც მეტი იქნება ჯარიმა ავტოსატრანსპორტო წესების დარღვევისთვის,  მით უკეთესი ყველასთვის, რადგან ბევრი აღარ  დაარღვევს კანონს.  ამაზე აზრს არასდროს შევიცვლი.რატომ მე არ მომდის ჯარიები? მე რატომ არ ვარღვევ საგზაო მოძრაობის წესებს? 14  წელია მძღოლი ვარ და ჯამში 100 ლარი მექნება ჯარიმა გადახდილი, მეტი ნამდვილად არა. სპორტული მანქანაც მყავს  და არასპორტულიც, მაგრამ არ ვარღვევ მოძრობის წესებს, ფრთხილად ვარ, გააზრებული მაქვს, რა შეიძლება მოჰყვეს ამას ჩემთვის თუ სხვისთვის და იმიტომ ვიცავ და არა იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი არ მაქვს და მანქანის პროფესიონალურად მართვა არ ვიცი. საქართველოს 2014 წლის ჩემპიონი ვარ რალში. რამდენი შემთხვევა მქონია, მარტო, მეუღლესთან თუ ბავშვებთან ერთად, დიდი სიჩქარით მომავალ მანქანებს კინაღამ გადავუჭრივარ შუაზე და ბეწვზე გადავრჩენილვართ ჩემი სწრაფი რეაგირების წყალობით. რატომ? ჩემზე კარგი მძღოლები არიან, ჩემზე მეტად  უყვართ მანქანის სწრაფი ტარება? ეგრე არ არის. მე ხომ არ მომდის ჯარიმები, ე.ი. მე არ ვარღვევ საგზაო მოძრაობის წესებს. მოდი, რა, ნურც შენ და ნურც სხვები დაარღვევენ და ყველაფერი რიგზე იქნება. არც ამ მაღალ ჯარიმებს გადაიხდის არავინ. ძალინ მარტივად შეხედე ამას. გასაგებია, რომ არ არსებობს ქვეყნა, სადაც არ არღვევენ  საგზაო მოძრაობის წესებს, ჩვენთანაც დაარღვევენ, რაც არ უნდა გაზარდო ჯარიმები, მაგრამ  ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებაც არ შეიძლება, იმდენი და ისეთი დარღვევებია ჩვენთან. ყველა მძღოლი უნდა ეცადოს, არ დაარღვიოს და მინიმუმამდე დავა დარღვევები და შესაბამისად, ავტოკატასტროფაში დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანების რაოდენობა. ევროპაში ხშირად მიწევს ყოფნა.  შემოდის მანქანა გზაზე,  მძღოლი გაიხედავს პირდაპირ, მარცხნივ, მარჯვნივ და მერე იწყებს მოძრობას. აქ ფეხებზე ჰკიდიათ. ტანკი რომ ეჯახებოდეს, მიაწვება „გაზს“ ფეხს და შეასკდება. და ის ტანკი, რომ არ არის და მანქანაა, სადაც ადამიანები, ბავშვები სხედან?  რას ერჩი? რატომ ხოცავ ხალხს? იმიტომ, რომ სწრაფად იქროლო? ამას გამართლება არ აქვს. არა, 2000 ლარიც ცოტაა მანქანის გადაჭარბებულად სწრაფ ტარებაზე. კიდევ უფრო კარგად  ავხსნი, ჩვენთან, საუბედუროდ, არ ვიცით ტარება, ვისაც საკუთარი სიცოცხლე არ ადარდებს, ის სხვის სიცოცხლეს არ გაუფრთხილდება. ჩვენთან მანქანის ტარებას კი არ სწავლობენ, როგორ არ შეიძლება მანქანის ტარება, მაგას სწავლობენ და ეს დიდი პრობლემაა.

თეგები: ოთო აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved