• რეკლამა
  • კონტაქტი
11:04, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე “ტვ პირველსა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს უჩივის და მოპასუხეებისგან 100 000-ს ლარს ითხოვს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:21 09-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
306

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე “ტვ პირ­ვე­ლი­სა” და ჟურ­ნა­ლისტ მაია მა­მუ­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას იწყებს. კა­ლა­ძე მო­პა­სუ­ხე პი­რე­ბის­გან მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 100 000 ლარს ითხოვს.

კა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტის დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022 წლის 5 ივ­ნისს “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში გა­ვი­და მაია მა­მუ­ლაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ “კახა კა­ლა­ძემ მხო­ლოდ ერთი ტენ­დე­რი­დან 60 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო, რაც არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია”.

მი­სი­ვე თქმით, 2022 წლის 20 ივ­ნისს კახა კა­ლა­ძემ მი­მარ­თა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფი­სა და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამას­თან, რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, შე­სა­ბა­მი­სი სარ­ჩე­ლი “ტვ პირ­ველს” და ჟურ­ნა­ლისტ მაია მა­მუ­ლაშ­ვილს 24 აგ­ვის­ტოს ჩა­ბარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხის წარ­მო­სად­გე­ნად 3 დღე დარ­ჩათ.

“სად გა­დის ზღვა­რი ცი­ლის­წა­მე­ბას და გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას შო­რის ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა დიდი ხნის წინ და­ად­გი­ნეს და ახლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­მაც უნდა და­ად­გი­ნოს.

გვა­ინ­ტე­რე­სებს ის დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მელ­ზეც სა­უბ­რობ­და ჟურ­ნა­ლის­ტი მაია მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი, რომ კახა კა­ლა­ძემ 60 მი­ლი­ო­ნი “ჩა­ი­დო ჯი­ბე­ში”. ეს გან­ცხა­დე­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­და მხო­ლოდ კა­ლა­ძის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას. ეს არის ტყუ­ი­ლი და ცი­ლის­წა­მე­ბა, თუ არ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით უნდა აგონ პა­სუ­ხი კა­ნო­ნის წი­ნა­შე. ამ გან­ცხა­დე­ბით ად­გი­ლი აქვს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დარ­ღვე­ვას, რად­გან თან­ხმე­ბის მით­ვი­სე­ბა წარ­მო­ად­გენს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს”, – აღ­ნიშ­ნა დიმიტ­რი გა­ბუ­ნი­ამ.

ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მო­მა­ვალ­ში კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­დეს.

“ამას ექ­ნე­ბა სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი, იუ­რის­ტთა ჯგუ­ფი მუ­შა­ობს და სა­დაც ვნა­ხავთ, რომ იქ­ნე­ბა მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა, გვექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა”, – აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ამ.

წყარო – ამბები

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved